x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სკანდალი მუჰამედ ალის დაკრძალვაზე:რამ გააღიზიანა საზოგადოება?
imageამერიკაში, ქალაქ ლუისვილში(შტატი კენტუკი) გაიმართა ლეგენდარული მოკრივის მუჰამედ ალის დაკრძალვის ცერემონიალი.შეგახსენებთ, დიდი მოკრივე 4 ივნისს გარდაიცვალა.


ცნობილმა ჰოლივუდის მსახიობმა და კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცნეიგერმა Twitter -ზე გამოაქვეყნა სელფი, სადაც ის აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტთან ბილ კინტონთან ერთად არის აღბეჭდილი.


ფოტო გადაღებულია ალის დაკრძალვის ცერმონიალზე და ახლავს ასეთი კომენტარი:"სასიამოვნო იყო ჩემი მეგობრის, ბილ კლინტონის ნახვა, რომელმაც ფანტასტიკული სახოტბო სიტყვა დაწერა მუჰამედ ალიზე."ამასთანავე დასძინა, რომ ალის მთავარი ღირსება იყო ხალხის გაერთიანების უნარი.

image



სურათმა სადაც, ორი ცნობილი პიროვნება მომღიმარი, ბედნიერი სახით გამოიყურება, ნამდვილი რისხვა გამოიწვია მოკრივის თაყვანისმცემლებში და საზოგადოების ნაწილში.


"ალბათ თქვენთვის დაკრძალვა მხიარული ღონისძიებაა.."ამომრჩევლების გულს მოიგებთ..საშინელებაა"..ასეთი კომენტარები ახლავს ფოტოს.


2013 წელს მომხმარებლების ყურადღება მიიქცია კიდევ ერთმა სელფმა, სადაც მომღიმარი ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კამერუნი, დანიის მთავრობის მეთაური ჰელ ტორნინგ-შმიტი და აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ნელსონ მანდელას დაკრძალვაზე არიან აღბეჭდილი.

image

1
1516
8-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1516
  
2016, 12 ივნისი, 12:32
დღეს ისედაც მოდაშია–"სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი". :(
0 1 1