x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რეალური ისტორია, სამყაროს მოწყობის ჰელიოცენტრული სისტემის შექმნის შესახებ

image

image

ზოგიერთ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ბავშვებს სკოლაში ასწავლიან, რომ სამყაროს მოწყობის ჰელიოცენტრული სისტემა ნ. კოპერნიკმა შექმნა, რაც სიმართლეს მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება.
პირველი, ვინც აზრი გამოთქვა სამყაროს მოწყობის ჰელიოცენტრული სისტემის არსებობის შესახებ, იყო ძველი ბერძენი სწავლული არისტარქ სამოსელი (ძვ.წ.აღრ. 310-230 წწ.). მაგრამ, ამის დამამტკიცებელი დოკუმენტური მასალა არ არსებობს.
ეს ფაქტი, მხოლოდ სხვა ავტორების ნაშრომებიდან არის ჩვენთვის ცნობილი.


imageჰელიოცენტრული სისტემის ყველაზე ძველი გამოსახულება.


იმ პერიოდისთვის, უკვე არსებობდა სამყაროს მოწყობის გეოცენტრული სისტემა, რომლის ავტორი და ფუძემდებელი, ასევე ბერძენი მეცნიერი, არისტოტელე (ძვ.წ.აღრ. 384-322 წწ.) იყო. მისი თეორიის თანახმად, სამყაროს ცენტრში დედამიწა იყო, ხოლო დანარჩენი პლანეტები მის ირგვლივ მოძრაობდნენ. მოგვიანებით, პტოლემემ (100-170 წწ.) არისტოტელეს გეოცენტრული სისტემა უფრო დახვეწა და დედამიწის ირგვლივ მიძრავ პლანეტებს, მეორადი ორბიტები ე. წ. ეპიციკლები დაუმატა.
მან სამყაროს მოწყობის გეოცენტრული სისტემის საკუთარი ვერსია, ნაშრომში - „ალმაგესტაში“ გადმოსცა.


image

არისტოტელე-პლატონის ჰელოიცენტრული სისტემა.


არისტოტელე და პტოლემე იმდენად დიდი და სახელოვანი მეცნიერები იყვნენ, რომ მათმა გეოცენტრულმა სისტემამ, საუკუნეებს გაუძლო.
გუტენბენკის მიერ სტამბის გამოგონების შემდეგ, ევროპაში დაიწყეს ძველი ავტორების ხელნაწერების გამოქვეყნება და 1515 წ. პტოლემეს „ალმაგესტიც“ გამოაქვეყნეს. ამ ნაშრომმა დიდი გავლენა მოახდინა ნ. კოპერნიკზე (1473 – 1543 წწ.). მან შეისწავლა ძველი შრომები და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ არისტოტელე-პტოლემეს სამყაროს მოწყობის გეოცენტრული სისტემა მცდარი იყო და შექმნა სამყაროს მოწყობის ჰელიოცენტრული სისტემა.
წიგნი „ციური სხეულების წრიული მოძრაობა“, ახალი სისტემის დეტალური აღწერვით, 1530 წელს უკვე მზად იყო, მაგრამ მისი გამოცემა მხოლოდ 1542 წელს მოხერხდა. ის გამოსვლისთანავე აკრძალული წიგნების სიაში მოხდა, მაგრამ ინკვიზიციის მიუხედავად, კოპერნიკს მაინც ჰყავდა მიმდევრები. მათ შორის, იყვნენ იტალიელი მეცნიერები: ჯორდანო ბრუნო (1548 – 1600 წწ.) და გალილეო გალილეი (1564 – 1642 წწ.).
ნ. კოპერნიკის თეორიის მიხედვით, სამყაროს ცენტრში მზე იყო, ხოლო მის ირგვლივ პლანეტები მოძრაობდნენ. მაგრამ, თავისი მოსაზრების დამტკიცება მან ვერ შეძლო. ამიტომ, მისი თეორია, მხოლოდ იდეის დონეზე დარჩა.


imageნ. კოპერნიკის ჰელიოცენტრული სისტემა.


იცოდა თუ არა ნ. კოპერნიკმა ა. სამოსელის სამყაროს მოწყობის ანალოგიური თეორიის არსებობის შესახებ, როდესაც წიგნს წერდა, უცნობია.
ნ. კოპერნიკის თეორია სრულყო და დაასრულა გერმანელმა მათემატიკოსმა ი. კეპლერმა (1571 – 1630 წწ.). ის 10 წლის მანძილზე მუშაობდა, დანიელი ასტრონომის, ტ. ბრაგეს მრავალწლიანი დაკვირვების შედეგებზე და გამოსცა წიგნი „სამყაროს ჰარმონია“ (1619 წ.), რომელშიც კოპერნიკისეულმა ჰელიოცენტრულმა სისტემამ დიდი ცვლილება განიცადა.
ი. კეპლერის მიხედვით, პლანეტები მზის ირგვლილ მოძრაობდნენ ელიფზე და არა წრეზე, როგორც ამას ნ. კოპერნიკი თვლიდა.
ნ. კოპერნიკის თეორიის მიხედვით, ყველა პლანეტა მზის ირგვლივ, ერთნაირი სიჩქარით მოძრაობდა. კეპლერმა კი დაამტკიცა, რომ რაც უფრო ახლოს არის პლანეტა მზესთან, მით უფრო დიდია მისი სიჩქარე. და ბოლოს, კეპლერმა შექმნა ფორმულა რომლის მეშვეობით, შეიძლება ნებისმიერი პლანეტის სიჩქარის გამოთვლა.
კეპლერის მიერ გაკეთებული აღმოჩენების მიუხედავად, მისი ნაშრომი დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, რადგან ის ვერ ხსნიდა პლანეტების მოძრაობის მექანიზმს.
„სამყაროს ჰარმონიის“ გამოსვლიდან, 50 წლის შემდეგ (1687 წ.), ი. ნიუტონმა (1642 –1727წწ.), კეპლერის თეორია ბოლომდე მიიყვანა, მას შემდეგ, რაც გრავიტაცია ანუ მსოფლიო მიზიდულობის ძალა აღმოაჩინა.


imageსამყაროს მოწყობის ჰელიოცენტრული სისტემა. მისი ავტორები და ყველაზე

თავგანწირული მიმდევრები.


ამრიგად, ნ. კოპერნიკი არც პირველი იყო და არც ერთადერთი, ვინც სამყაროს მოწყობის ჰელიოცენტრული სისტემის შექმნაზე მუშაობდა.

0
1062
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1062
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0