x
image
Guns N Roses
სოციალური ქსელებისადმი დამოკიდებულების 5 სიმპტომი

სოციალური ქსელებისადმი დამოკიდებულების 5 სიმპტომი



image














სოციალური ქსელები - სიკეთე თუ ბოროტება? ყველას საკუთარი პასუხი გააჩნია ამ კითხვაზე. თითქმის ყველა ტექნოლოგიური სიახლე თავდაპირველად ოვაციებს იწვევს, საბოლოოდ კი დროთა განმავლობაში კრიტიკის ქვეშ აღმოჩნდება.


ავიღოთ სოციალური ქსელი - როდესაც თქვენი მეგობარი სადღაც მიემგზავრება ( სხვა ქალაქში, ან ქვეყანაში ), კარგია მასთან კონტაქტი სოციალური ქსელის მეშვეობით. გაიგებ სიახლეებს, ყოველდღე მასთან საუბარი და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც შენი მეგობარი შენსავე ქალაქში ცხოვრობს, მაგრამ მას თვეობით არ ნახულობ მაგრამ ყველაფერი იცი მასზე, თუ როდის გაიღვიძა, რა დალია, რა ჭამა, რა გააკეთა და ასე შემდეგ სოციალური ქსელის საშუალებით ეს უკვე საშინელებაა, ეს უკვე დამოკიდებულებაა.

სოციალური ქსელებისადმი დამოკიდებულების 5 სიმპტომი კი ასეთია:


1. როდესაც სოციალურ ქსელებში ატარებთ 6 საათზე მეტ ხანს.

2. გაცვალეთ თქვენი რეალური მეგობრების წრე ვირტუალურში.

3. როდესაც თქვენ გაწუხებთ ( განერვიულებთ ) დაგვიანებული პასუხი თქვენს შეტყობინებაზე სოციალურ ქსელში.

4. როდესაც თქვენ გყავთ უამრავი ვირტუალური მეგობარი, რომელებსაც არც კი იცნობთ ნორმალურად და ნანახიც არ გყავთ.

5. თუ თქვენი გვერდი დაბლოკილია, გატეხილია ან თქვენ სხვა მიზეზების გამო ვერ ახერხებთ მის გამოყენებას თქვენ მაშინვე დეპრესიაში ვარდებით.


1
74
7-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
74
  
2016, 9 ივნისი, 16:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1