x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ვისთან ჰქონდა სექსი უიტნი ჰიუსტონის მეუღლეს ბობი ბრაუნს:ამერიკელი რეპერი მემუარებს აქვეყნებს
image2016 წლის 13 ივლისს ამერიკის მაღაზიებში გამოჩნდება რეპერის და მოცეკვავის, უიტნი ჰიუსტონის მეუღლის ბობი ბრაუნის მემუარები, თუმცა წიგნში აღწერილი ზოგიერთი დეტალი ბრაუნმა ტელეკომპანია ABC -თან გადაცემა «20/20»-ში გააჟღერა.



რეპერმა ისაუბრა თავის გარდაცვლილ ქალიშვილზე და აღიარა, რომ ის და მისი აწ გარდაცვლილი მეუღლე "უფრო კარგი მშობლები" უნდა ყოფილიყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ იგი მაქიმალურად ცდილობდა აეცილებინა ერთადერთი ქალიშვილისთვის ნარკოტიკები.


ბრაუნი იხსენებს იმ პერიოდსაც, როდესაც ბრაუნი პირველად შეხვდა უიტნის 1989 წელს "Soul Train Awards"-ზე და სთხოვა ედი მერფის დაეხასიათებინა ჰიუსტონი.."ის უბრალოდ ძალიან ბევრს ეწევა"-განუცხადა მერფიმ....ბრაუნმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უიტნის ნარკოტიკული დამოკიდებულების მიზეზი თვითონ არ იყო.


მან აღნიშნა, რომ ქორწილის დღესაც კი უიტნი ნარკოტიკებით გაბრუებული იყო.



ბრაუნმა ისიც დაადასტურა, რომ უიტნის ლესბოსური ურთიერთობა ჰქონდა მის ძველ ნაცნობთან რობინ კრავფორდთან.

image


ბრაუნის განცხადებით, უიტნისთან შეხვედრამდე მას სექსი ჰქონდა მადონასთან და ჯენეტ ჯექსონთან.


მაგრამ ყველაზე უცნაური შემდეგი განცხადება აღმოჩნდა, რომ მას სექსი ჰქონდა..მოჩვენებათან:"მე ვიყიდე სასახლე ჯორჯიაში, რომელიც მოჩვენებებით იყო სავსე ..ღამე გამეღვიძა და დავინახე მოჩვენება .."შემაბა" და მეც თავი ვერ შევიკავე...."-ამასთანავე აღნიშნა, რომ იმ დღეს არავითარი ნარკოტიკები არ მიუღია...


შეგახსენებთ, უიტნი ჰიუსტონი 2012 წლის თებერვალში გარდაიცვალა 48 წლის ასაკში, ხოლო სამი წლის შემდეგ, 2015 წლის იანვარში ბობი ბრაუნის და უიტნი ჰიუსტონის ერთადერთი ქალიშვილი ბობი კრისტინა ბრაუნი უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს.

კომატუზურ მდგომარეობაში მყოფი გოგონა რამდენიმე თვის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

image





0
704
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
704
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0