x
image
პლატონ ჭიაბრიშვილი
საცოდავი მამაო ნაწილი 4
დრო ისე სწრაფად გავიდა, რომ გეგონებოდა ერთი თვე გავიდა.

დადგა დღე, როცა მკვლელი გამოუშვეს. ის სასწრაფოდ კელიისკენ გაეშურა. ძალიან შეცვლილიყო: უფრო გაუბედურებულიყო, წვერი ჰქონდა და უხეში შესახედაობა. მის დანახვაზე სასულიერო პირებმა გაიკვირვეს, თუმცა გაანალიზეს, რომ 14 წელი ბევრია. მკვლელის სურვილი იყო, რომ მოენანიებინა ცოდვები და წასულიყო გამოქვაბულში საცხოვრებლად. მარტოობა სურდა. მოინანია ცოდვები, მრავალი ბოდიში დააყოლა, მადლობა გადაიხადა ყველაფრისათვის, ერთი პური აიღო და გზას დაადგა. მიდიოდა ნელა. ის აღარ იყო მამაო, უბრალო კაცი, რომელიც ცხოვრობს გამოქვაბულში და ბევრს ლოცულობს, უვლის საქონელს და არაფერს სხვას არ აკეთებს.

სასულიერო პირებმა გადაწყვიტეს, რომ კვირაში ერთხელ მისულიყვნენ იქ და მიეტანათ ერთი პური.



***

- მე წავალ და მივუტან. - თქვა საცოდავმა. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელმა მას ცოლ-შვილი მოუკლა მაინც გადაწყვიტა მიეტანა და გასაუბრებოდა ცოტა ხნით.

- კარგი ჩემო კარგო, ოღონდ არ დააგვიანო. - უთხრა ერთ-ერთმა.

საცოდავიც წავიდა. იარა ნახევარი საათი. მიადგა გამოქვაბულს. რამდენჯერმე დაიყვირა მოვედიო, თუმცა პასუხი არ გაუგია. მივიდა უფრო ახლოს და შემზარავი რამ ნახა: იმის გვამი იქ ეგდო. საცოდავი მიუახლოვდა, ჟრუანტელმა დაუარა. შეეცოდა, რადგან საცოდავი ბევრ სხვაზე სულგრძელი იყო. მან დროებით დაივიწყა გარდაცვლილის რაობა და დაიწყო ლოცვა. დაბრუნდა და სხვებს ეს ამბავი ამცნო.გამოქვაბული











***

დიდი ხანი გავიდა. ერთ საღამოს, როცა საცოდავი ლოცულობდა უეცრად წაიქცა. სხვები მიცვივდნენ, ერთმა წყალი დაასხა, თუმცა ამაოდ. ეს სიბერის ბრალი იყო, მაგრამ მარტო სიბერის არა, დაღუპული ოჯახის გამოც.

დასაფლავების წინ ერთ-ერთმა მის ჯიბეში წერილი იპოვა სადაც ეწერა:

" მე, როცა მოვკვდები ბოლოს გავიხსენებ ჩემს ოჯახს და მკვლელს. მსურს ყველამ გაიგოს, რომ მე მას ვაპატიე და არ ეგონოთ, რომ არ მივუტევე. აპატიეთ ერთმანეთს ყველაფერი და დაარიგეთ ცოდვილი".

ეს წერილიც დამარხეს მამაოსთან ერთად. ყოველ წელს სასულიერო პირები საფლავზე გადიოდნენ და იხსენებდნენ უკეთილეს მამაოს, რომელიც ბევრისთვის მაგალითი იყო.



3
426
7-ს მოსწონს
ავტორი:პლატონ ჭიაბრიშვილი
პლატონ ჭიაბრიშვილი
426
  
2016, 9 ივნისი, 15:49
მადლობა წაკითხვისთვის!
2016, 9 ივნისი, 12:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 8 ივნისი, 19:09
"საცოცავი " ცუდი სიტყვა
0 1 3