x
image
პლატონ ჭიაბრიშვილი
საცოდავი მამაო ნაწილი 3
მკვლელი ისე სწრაფად მორბოდა გეგონებოდა მოსაკლავად მისდევდნენ. კარზე დააბრახუნა და კინაღამ ჩამოიღო. საჩქაროდ გაუღეს.

- რა დაგემართა? - ჰკითხა ერთმა მამაომ.

- მაგას ვერ ვიტყვი, ოღონდ არ დამიწყოთ კითხვების დასმა, არ გიპასუხებთ. სადმე დამმალეთ!

- როგორც ჩანს ძალზედ მნიშვნელოვანია, უნდა უპასუხო! - თქვეს სასულიერო პირებმა.


- არა! არა! არა! - ყვიროდა მკვლელი.

ამ დროს კარზე ძალიან ძლიერად დააკაკუნეს. გააღეს. ელვასავით სწრაფად შემოიჭრნენ პოლიციელები.

- თქვენ ბრალი გედებათ კაცის მოკვლაში, ახლავე წამოდით! - წარმოთქვა პოლიციელმა.

- რა მოხდა? რა დააშავა? - იკითხეს მამაოებმა.

- ყველაფერს გაიგებთ სასამართლოზე, მანამდე კი მამაო ჩვენთან იქნება!


***

დრო საოცარი სისწრაფით გარბოდა. ყველას აინტერესებდა, თუ რა მოხდა. ერთ დღესაც გაიმართა სასამართლო. მოსამართლემ თქვა:

- თქვენ მოკალით კაცი რაღაც მიზეზის გამო! თქვით რა მოხდა!

- ახლავე ვიტყვი. ერთ კაცს სურდა აღსარების ჩაბარება და მეც წავედი. ყველაფრის დასრულების შემდეგ მითხრა ღვინო დავლიოთო. მე უარი განვუცხადე, თუმცა დიდხანს მეხვეწებოდა, რის გამოც ხათრი ვერ გავუტეხე. კარგად მოვილხინეთ და დავიწყეთ საუბარი პოლიტიკაზე. ვკამათობდით და ჩხუბიც მოგვივიდა, მე დოქი ავიღე და საუბედუროდ ვესროლე თავში. შემდეგ ლაჩრულად გამოვიქეცი. ხოლო მისი ოჯახი გავაუბედურე.

- ყველაფერი გასაგებია. თქვენ რამდენიმე წლის წინ ციხეში იჯექით ქალის და მისი ორი შვილის მკვლელობის გამო, რადგანაც ისევ იგივე დანაშაული ჩაიდინეთ სასამართლო
მოგესჯებათ 14 წელი. სასამართლოს დასრულებულად ვაცხადებ!

მკვლელი კი წაიყვანეს და მამაოდ არავინ აღიქვამდა. წლები ქარივით გარბოდა...



გაგრძელება იქნება...






0
98
4-ს მოსწონს
ავტორი:პლატონ ჭიაბრიშვილი
პლატონ ჭიაბრიშვილი
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0