x
image
პლატონ ჭიაბრიშვილი
საცოდავი მამაო ნაწილი 2
მშვიდად ეძინათ კელიაში მყოფთ, სანამ ადამიანის მოთქმა-გოდებამ არ გააღვიძა ისინი. საცოდავი ადგა და ისიც იფიქრა ჩემი ცოლ-შვილის მკვლელი ხომ არ არისო. გავიდნენ გარეთ. საშინლად წვიმდა, თანაც სიბნელე იყო. ერთ-ერთმა სანთელი აანთო და დაიწყეს უცნობის ძებნა. რამდენიმე წუთი უშედეგოდ ეძებდნენ. ამ დროს საცოდავმა მამაომ იპოვა და სიხარულის კიჟინა დასცა, მაგრამ მალევე ემოცია შეახმა და უგონოდ დაეცა უცნობის გვერდით.


***

საცოდავი მოასულიერეს, ხოლო უცნობი, რომელიც მართლაც მკვლელი აღმოჩნდა ცოტა პური და წყალი მისცეს. საცოდავმა დაინახა თუ არა უცნობი ატირდა.

- შენ ხარ ის ვინც ოჯახი გამინადგურა და არც ბოდიში უთქვამს. რაც სასამართლომ დააკლო იქნებ მაგალითი იყოს შენთვის ბრიყვო.


- გევედრებით მაპატიეთ. მე აქ თქვენთვის მოვედი. გავაანალიზე ცოდვა, რომელსაც ციხემ ვერაფერი უქნა. დიდი ხანი ვიყავი და შემდეგ გამომიშვეს. იმ დღიდან დაგეძებთ. ხალხს სულ ვეკითხებოდი თქვენს შესახებ, ვინც რა იცოდა და საბედნიეროდ, გიპოვეთ. ჩემი ოცნებაა მაპატიოთ და მსურს მომეტევოს. მე ამას გთხოვთ. გევედრებით მაპატიეთ!

- უნდა აპატიო ყველას, მიუხედავად ცოდვისა, რაც მან ჩაიდინაო, ეგრეა ნათქვამი. მე ყველასთვის მაგალითი უნდა ვიყო, თუმცა შენ ჩემს გულს დაღი დაასვი. აუცილებლად უნდა იშრომო, არა მარტო ხორცისთვის არამედ სულისთვისაც. დროთა განმავლობაში მოგეტევება. მთავარია მოინდომო, ხოლო სამწუხარო ისაა, რომ გარდაცვლილებს ვერაფერს გაუკეთებ.

- ყველაფრისთვის მზად ვარ, ოღონდაც გამოვიდეს.


***

ყველაზე უცნაური ის არის, რომ მკვლელმა იმდენად მოინდომა, ისიც მამაო გახდა და სხვებთან ერთად კელიაში ცხოვრობდა. საცოდავმა მიუტევა, მაგრამ ოდნავი წყენა მაინც იყო გინდა არ გინდა. ისიც ხომ ადამიანია.

ერთ დილას ბავშვი მივიდა მკვლელთან (ის მამაო იყო, თუმცა მკვლელი და ამიტომაც დავუძახებ მას ასე. ავტ. შენ.), რაღაც უთხრა, შემდეგ მკვლელმა თქვა:

- პატარამ მომახსენა სოფელში ერთ კაცს აღსარების ჩაბარება სურსო და მეც წავალ, თუ რა თქმა უნდა არ გამოიწვევს რაიმე პრობლემას ჩემ აქ არყოფნაში.

- შეგიძლია, ოღონდ მალე დაბრუნდი - უპასუხეს მამაოებმა.

ისიც გაეშურა სოფელში და დიდხანს არ დაბრუნებულა.სოფელი


2
238
4-ს მოსწონს
ავტორი:პლატონ ჭიაბრიშვილი
პლატონ ჭიაბრიშვილი
238
  
2016, 8 ივნისი, 13:00
გაგრაძელება უფრო კარგი იქნება...
2016, 7 ივნისი, 22:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2