x
image
Guns N Roses
მაკდონალდსი ეკლესიაში გაიხსნება?! ( წმინდა "ბურგერები" )

მაკდონალდსი ეკლესიაში გაიხსნება?! ( წმინდა "ბურგერები" )



image












ამერიკული სიგიჟე: მაკდონალდსი ეკლესიებში უნდა გაიხსნას..


გაიცანით ამერიკული პროექტი "The McMass" - რომელიც ითვალისწინებს მაკდონალდსის ეკლესიებში გახსნას. ეს "გენიალური" იდეა წარმოიშვა ნიუ-იორკში, "Lux Dei Design"-ის ფირმაში. აზრი კი შემდეგშია - ამერიკაში ყოველდღე კლებულობს ეკლესიაში მოსიარულე ხალხის რიცხვი, ამიტომ მათ უნდა მოეფიქრებინათ ისეთი რამ რაც გაზრდიდა ეკლესიის "კლიენტურას".. და მოიფიქრეს კიდეც - მაკდონალდსი..


მეთექვსმეტე საუკუნეში მარტინ ლუთერი ( გერმანელი ბერი, მღვდელი, პროფესორი, თეოლოგი და ეკლესიის რეფორმატორი. მისმა სწავლებამ საფუძველი ჩაუყარა რეფორმაციას და ღრმა კვალი დააჩნია ლუთერანული დაპროტესტანტული ტრადიციების დოქტრინებსა და კულტურას, ისევე როგორც საერთოდ დასავლური ცივილიზაციის განვითარების კურსს.
მის გვიანდელ შრომებში, განსაკუთრებით – "ებრაელების და მათი ტყუილების შესახებ", ლუთერი ებრაელების მიმართ გამოხატავს მტრულ დამოკიდებულებას. ის წერს, რომ ებრაელების სინაგოგები და სახლები უნდა დაინგრეს, მათი ქონების კონფისკაცია მოხდეს და თავისუფლება შეეზღუდოთ. ამ ანტისემიტური განწყობის გამო მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ლუთერი 1546 წელს გარდაიცვალა. ის თავის რეფორმისტული იდეების ბოლომდე ერთგული და პაპ ლეო X–ს მიერ კათოლიკური ეკლესიისგან განკვეთილი დარჩა.სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს იმის შესახებ, თუ რატომ წავიდა მარტინ ლუთერი მონასტერში. ლუთერის ცხოვრების ერთ-ერთი მოვლენა რომელზეც არ არის საკმარისი ინფორმაცია, არის 1505 წლის 2 ივლისი: ზაფხულის არდადეგების შემდეგ მატინი ბრუნდებოდა მშობლებიდან ერფურტში, მას სოფელ შტოტერნხაიმში მოუსწრო ძლიერმა ჭექა-ქუხილმა, შეშინებულმა წარმოთქვა: „მიშველე წმინდაო ანა და მე გავხდები ბერი“. ამის გამო ლუთერი თავის ნაშრომში „ბერის ყოფა“ წერდა კიდეც, რომ ის საკუთარი სურვილით არ გამხდარა ბერი, საშინელებამ და აგონიამ ის აიძულა ეს ნაბიჯი გადაედგა. მარტინმა გაყიდა თავის წიგნების დიდი ნაწილი და 1505 წლის ივლისს წავიდა.) გამოეყო კათოლიკურ ეკლესიას და დააარსა "პროტესტანტიზმი". ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ადამიანს შეეძლო უბრალოდ გადაეხადა ფული მღვდლისათვის და ამის შემდეგ კვლავ უცოდველი წარდგენილიყო ღმერთის წინაშე. საინტერესოა რას იტყოდა მარტინ ლუთერი "წმინდა ბურგერების" შესახებ?





image





5
77
5-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
77
  
2016, 7 ივნისი, 15:44
:დ
2016, 7 ივნისი, 14:33
სადაც აიფონის კურთევაა მოსული და სადაც ამერიკას "იქ" ვუძვრებით ბევრი არ გვიკლია გადაშენებამდე :დ
2016, 7 ივნისი, 14:26
ეგ უკვე გადაშენების ტოლფასი იქნება
2016, 7 ივნისი, 14:23
საქართველოშიც თუ შემოიღეს მერე ნახე შენ :დ
2016, 7 ივნისი, 14:17
სუ გარეკა ხალხმა
0 1 5