x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ლეგენდარული ABBA ერთი დღით შეიკრიბა,რათა 50 წლისთავი აღენიშნა

image

ლეგენდარული შვედური პოპ-ჯგუფი ABBA ერთი დღით შეიკრიბა და კონცერტი გამართა სტოკჰოლმში, რათა ფორმირებიდან 50 წლისთავი აღენიშნა.


ანი-ფრიდ ლიუნგსტადმა, აგნეტა ფელტსკუგმა, ბენი ანდერსონმა და ბიორნ ულვეუსმა კიდევ ერთი თარიღი აღნიშნეს, უკანასკნელად ერთობლივი გამოსვლის 30 წლისთავი.(დაშლიდან 4 წლის შემდეგ 1986 წელს ერთადერტი კონცერტი გამართეს)


1966 წელს ზაფხულში ორმა მუსიკოსმა ბიორნ ულვეუსმა და ბენი ანდერსონმა ერთმანეთი გაიცნეს, იმ დროს ისინი სხვადასხვა ჯგუფებში გამოდიოდენ, მათ გადაწყვიტეს ერთობლივად დაეწერათ სიმღერები.ოდნავ მოგვიანებით მათ შეუერთდა(1969 წელს)ანი ფრიდი.



1970 წელს გამოვიდა ბენის და ბიორნის სადებიუტო ალბომი Lycka, სადაც ანი და აგნეტა ბეკ ვოკალებს ასრულებდენ. ხოლო 1972 წლიდან ჩამოყალიბდა ABBA, რომელმაც 1982 წლამდე იარსება.


ისინი პირველად ცნობადები გახდნენ "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე 1974 წელს გამარჯვებით, რამაც შვედეთს ევროვიზიაზე პირველი გამარჯვება მოუტანა.


ABBA ითვლება "ევროვიზიის" ისტორიის მანძილზე კონკურსში მონაწილე ყველაზე წარმატებულ პროექტად.


ABBA მსოფლიო პოპ-ინდუსტრიაში მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კოლექტივად ითვლება.დღესდღეობით მსოფლიოში გაყიდულია მათი 350 მილიონზე მეტი ალბომი .მას მხოლოდ ბითლზი, მაიკლ ჯექსონი და ელვის პრესლი უსწრებენ.


დღესაც, მათი დაშლიდან 34 წლის შემდეგ ABBA-ს სიმღერები მსოფლიო ჩარტებში ხვდება, ხოლო ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით საშუალოდ მილიონი ალბომი იყიდება.


2010 წლის 15 მარტს ნიუ-იორკში გამართულ ცერემონიაზე ABBA შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.


image

image






0
257
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0