x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სკანდალური იური ლოზა,რომელიც ცდილობს აქამდე მიღებული სტერეოტიპები დაამსხვრიოს
imageრუსი მუსიკოსი, კომპოზიტორი და მომღერალი იური ლოზა იმით გამოირჩევა, რომ ცდილობს აქამდე მიღებული სტეროეტიპები დაამსხვრიოს.მისი ყოველ გამოსვლას ტელევიზიით თუ რადიოთი სკანდალი მოჰყვება და უამრავი კომენტარები ინტერნეტით.თუმცა ნაწილი მიიჩნევს, რომ იური ლოზას გამონათქვამებში არის ჭეშმარიტების მარცვალი, რომელიც საზოგადოებაში ტრიალებს, თუმცა ხმამაღლა ამის თქმას ყველა ერიდება.



ტელეკომპანია "Звезда"-ში სტუმრობის დროს წამყვანის კითხვაზე, რომ ავტორიტეტული რეიტინგი ყველა დროის საუკეთესო ჯგუფად "The Beatles" მიიჩნევს ლოზამ ასე უპასუხა:"იცით რაშია საქმე? გაგარინი იყო პირველი კოსმონავტი მაგრამ იგი იწვა კოსმოსში და არაფერს აკეთებდა.მაგრამ ის არის პირველი მთავარი კოსმონავტი."The Beatles" იყო პირველი, რომელიც მოხვდენ საჭირო დროს და საჭირო ადგილას."

შემდეგ ლოზამ საკითხი ასე განმარტა:


"The Beatles გამოჩნდა იმ დროს, როდესაც ტელევიზორი ყველა ოჯახში გამოჩნდა, ისინი იყვნენ პირველი კუმირები, რომლებმაც ყველას ოჯახში შემოაბიჯეს.The Beatles არ იქნებოდა ისეთი, ათი წლით ადრე ან გვიან რომ დაეწყოთ მოღვაწეობა."





პარალელურად ლატვიურ რადიო Baltkom-თან ინტერვიუს დროს დროს ლოზამ განაცხადა, რომ ჯიმი ჰენდრიქსი "სუსტად უკრავდა", თუმცა პატივს სცემ მის ნოვატორულ ნაბიჯს გიტარის საუნდში.


უფრო ადრე იური ლოზამ გაოცება გამოხატა იმის გამო, რომ "ევროვიზიაზე" ყველა ინგლისურად მღერის:"ეს რა საერთაშორისო კონკურსია ვერ გავიგე თუ ყველა კონკურსანტი ინგლისურ ენაზე მღერის?თავიდან კონკურის პირობა იყო, რომ უნდა ემღერათ მშობლიურ ენაზე, რომ წარმოეჩინათ მრავალფეროვანი ევროპული კულტურა, ხოლო თავად სიმღერებში არ უნდა ყოფილიყო პოლიტიკური მინიშნება".

image


პირველად ლოზამ ყურადღება მაშინ მიიქცია, როდესაც ორი ბრიტანული ჯგუფი Led Zeppelin-ი და Rolling Stones გააკრიტიკა ზახარ პრილეპინის საავტორო პროგრამა "Соль"-ში:"80% რასაც უკრავდა Led Zeppelin-ი შეუძლებელია მოუსმინო, რადგან ცუდად უკრავდნენ და მღეროდენ...და ამ დროს ყველასთვის მისაღები იყო და მოწონდათ.Rolling Stones-ს კი მთელი ცხოვრება გიტარა არ ჰქონდათ აწყობილი, ხოლო მიკ ჯაგერი ვერასდროს იღებდა სწორ ნოტს, მაგრამ რას იზავ.კიტ რიჩარდსი როგორც ადრე ვერ უკრავდა გიტარაზე, ასე ახლაც ვერ უკრავს.თუმცა აქვთ მათ გარკვეული დრაივი, რაღაც კაიფი არის.ბევრისთვის ეს ჯგუფები თავის ახალგაზრდობასთან ასოცირდება, თუმცა ისინი უკრავდნენ სუსტად."



საქმე იქამდეც მივიდა, რომ ამ კრიტიკის შემდეგ ლოზათი დაინტერესდა ორგზის "გრემის" მფლობელი პროდიუსერი ჯიმი დუგლასი, რომელიც Led Zeppelin და The Rolling Stones-თან მუშაობდა."Who is mister Loza? How old is he?-იკითხა დუგლასმა.თვითონ კი ასეთი პასუხი გასცა.:"ამ ბიჭებმა დიდი გზა განვლეს მუსიკაში, საკმაოდ საინტერესო ბრალდებაა, მაგრამ იძულებული ვარ არ დავეთანხმო.

imageფოტოზე: ჯიმი დუგლასი



აღსანიშნავია, რომ ლოზა კლასიკურ მუსიკასაც გადასწვდა და აღნიშნა, რომ ბეთჰოვენის და მოცარტის მუსიკის 80% არ მოისმინება.


ლოზამ უარყო ფაქტი თითქოს მას Deep Purple-ც არ უყვარდა."მივიდა ვიღაცა ჟურნალისტი Deep Purple-ს პრეს -კონფერენციაზე მიაჩეჩა ტელეფონი, ჩაურთო რომელიღაც ჩემი სიმღერა და უთხრა, იცით ამ მუსიკოსმა თქვენი ჯგუფი ცუდად მოიხსენია."(Deep Purple-მ 2 ივნისს გამართა კონცერტი "Олимпийский"-ში).


"შემეკითხნენ წავიდოდი თუ არა Deep Purple-ს კონცერტზე, მე ვუპასუხე, რომ არა! კითხვაზე თუ რატომ, იმიტომ რომ ჩემი საყვარელი ორი უდიდესი მუსიკოსი Deep Purple-დან იყო ჯონ ლორდი, რომელიც 2012 წელს კიბოთი გარდაიცვალა და რიჩი ბლეკმორი, რომელიც ახლა თავის პროექტით არის დაკავებული. სცენაზე არ იქნებიან, გამოდის, რომ ეს ის შემადგენლობა არაა რისი ნახვაც მინდოდა."






1
168
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
168
  
2016, 3 ივნისი, 13:40
ყველა თავისებურად ცდილობს იყოს ,,პოპულარული,,...
0 1 1