კერძები ფრინველის ხორცისაგან ფლავი ქათმის ხორცით 2011, 30 ოქტომბერი, 6:53 რვა ულუფა მომზადება: 1 კგ სტაფილო; მომზადება: სტაფილო გაასუფთავეთ, დაჭერით წვრილ ჩხირებად. ხახვი გაფრცქვენით და დაჭერით რგოლებად. აურიეთ ბრინჯი და მარილი ხელით და გარეცხეთ წყლის ნაკადის ქვეშ.ქვაბში ჩაასხით 1 ლ. ზეთი, გააცხელეთ, დაამატეთ დაფნის ფოთოლო და 2-3 მიხაკი, ხახვი. მოთუშეთ ხახვი ოქროსფერის მიღებამდე, შემდეგ ზეთიდან ამოიღეთ ხახვი, დაფნა და მიხაკი. ზეთში დაამატეთ ქათმის ბარკლები, მოხრაკეთ 5 წთ. და გადაიღეთ ჯამზე. ზეთში ჩააწყვეთ სტაფილო. მოთუშეთ 20 წთ. თავდახურული. პარალელურად გააცალკევეთ ქათმის ხორცი ძვლისგან. შემდეგ ხორცი ჩააწყეთ ქვაბში, მოთუშეთ 10-15 წთ. დაამატეთ ბრინჯი, არ აურიოთ. დაასხით წყალი ბრინჯის დონიდან ოდნავ მაღლა. მოაყარეთ ფლავის სუნელები (ძირა). თავსახური არ დააფაროთ, დაელოდეთ ბრინჯის მიერ წყლის შეწოვას. ამის შემდეგ დაამატეთ ნიორი და ქვაბს დაახურეთ თავზე. ფლავი მზად იქნება 5-35 წთ-ში. მომზადებული მასა აურიეთ. გემრიელად მიირთვით. 10311 14-ს მოსწონს
|