კერძები ბოსტნეულისაგან ბადრიჯანი იტალიურად ნიორით 2011, 30 ოქტომბერი, 6:35 მომზადების დრო: 40 წთ. შემადგენლობა: ზეითუნის ზეთი-60 მლ; დაჭრილი ნიორი-3 კბილი; რეჰანი-15 გ. მარილი-1, 5 ჩ/კ ბადრიჯანი-4 ცალი მსხვილი; ლიმონის გახეხილი ცედრა 1 ს/კ. მომზადება: გააცხელეთ ზეთი საშუალო ცეცხლზე, დაამატეთ ნიორი და მოთუშეთ, დროდადრო მოურიეთ, მიიყვანეთ ოქროსფერამდე. გადმოიღეთ ქვაბი ცეცხლიდან, დაამატეთ რეჰანი, მარილი და პილპილი. გააცხელეთ გრილი. დაჭერით ბადრიჯანი სიგრძეზე 2 სმ-ის სისქის ნაჭრებად. ოდნავ ჩაჭერით ნაჭრები ჯვრისებურად. დააწყვეთ ბადრიჯანი გრილის ცხაურზე. ოდნავ გადაუსვით მომზადებული ზეითუნის ზეთი ქვაბიდან. შეწვით 10 წთ ცეცხლიდან 10 სმ-ით დაშორებით. გადააბრუნეთ, კიდევ წაუსვით ზეითუნის ზეთი, ფრთხილად ჩააწყვეთ ნიორი და რეჰანი გაჭრილ ნაწილში. შეწვით კიდევ 10 წთ, ბადრიჯანი დარბილდება. გადაიტანეთ თეფშზე. კიდევ წაუსვით დაჭრილი რეჰანი და ზეითუნის ზეთი. მოაყარეთ ლიმონის ცედრა. 9841 7-ს მოსწონს
|