x
image
თამუნა გეწაძე
როგორ ვატაროთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ისე რომ მან ზიანი არ მიაყენოს ჩვენს ჯანმრთელობას

imageმაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეგრეთწოდებული "შპილკები" როგორც ექსპერტები ამბობენ საკმაოდ საშიშია, არამარტო ფეხებისათვის, არამედ მთლიანად ჯანმრთელობისათვის. როგორ მოვიქცეთ თუ მაღამლქუსლიანი ფეხსაცმლის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია?ერთერთი მოდის ექსპერტის აზრით, ასეთი ფეხსაცმელი ქალს წონასწორობას აკარგვინებს ამ დროს კი მის გვერდით უნდა იყოს მამაკაცი, რომელიც ხელს შეაშველებს და დაიჭერს. ისმება კითხვა რა ხდება როდესაც გოგონა მაღალუსლიან ფეხსაცმელს იცვამს? როდესაც ადამიანი დგას სწორად მისი სხეულის სიმძიმე თანაბრად გადანაწილდება, ხოლო როდესაც ქუსლებზე დგას სიმძიმის ცენტრი წინ გადაინაცვლებს და ამის კომპენსირება, რომ მოხდეს ხდება მდგომარეობის ცვლილება. ეს ეხება ყველა სახსრს, ძვალს და ორგანოს. გამოდის, რომ ზოგიერთი ორგანოსა და კუნთების დაძაბულობა იზრდება, ზოგიერთის კი პირიქით სუსტდება. ყველაფერ ამას კი ძირეულ დისბალანსამდე მიყავს ჩვენი ორგანიზმი.იმ ქალბატონებს კი რომლებიც მუდმივად ატარებენ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, ასეთი დისბალანსი ქრონიკულში გადაეზრდებათ ხოლმე.ასეთი ქრონიკული მდგომარეობა ჯანმრთელობაზე არცთუ ისე კარგად აისახება ამ დროს შეიძლება განვითარდეს სქოლიოზი, დაირღვეს სისხლის მიმოქცევა კიდურებში და განვითარდეს ვენების ვარიკოზული დაავადება.თუ ქალბატონს აქვს სქოლიოზი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ამ პრობლებას უფრო აღრმავებს და აძლიერებს.

ექსპერტები გვირჩევენ, რომ ეგრეთწოდებული "შპილკები" სასურველია მუდმივად არ ვატაროთ, ამასთანავე უნდა გავითვალისწინოთ ფესაცმლის ხარისხი, ჩვენი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მდგომარეობა, ასაკი. თუ ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლე 6 სანტიმეტრია ის შეიძლება ვატაროთ მაქსიმუმ ორი საათი.თუ უფრო მაღალ ქუსლზე გვიწევს ყოფნა აუცილებელია რაღაც დროის შემდეგ გავიხადოთ ფეხზე და დავასვენოთ ფეხები. სახლში მისვლისას კი გავიკეთოთ მასაჯი და ფეხები მოვათავსოთ თბილ წყალში.


0
104
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0