ქალი ბრედ პიტმა ჯოლის ოპერაციის შესახებ ისაუბრა. 2013, 17 მაისი, 23:41 ოპერაციის შესახებ ისაუბრა მისმა მეუღლემ, ჰოლივუდის პოპულარულმა მსახიობმა, ბრედ პიტმა. მან ანჯელინას საქციელს გმირობა უწოდა." მე მინდა, რომ მან იცხოვროს დიდხანს, უმტკივნეულოდ, ჩემთან და ჩვენს შვილებთან ერთად ეს არის ბედნიერი დღე ჩვენს ოჯახში."შემდეგ კი დაამატა, რომ ყველა ქალი, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებას იღებს გმირია. სამი თვის განმავლობაში მსახიობს უტარდებოდა გამოკვლევები, რომელიც აპრილის ბოლოს დამთავრდა. ანჯელინა კი ამ პერიოდში თავდაუზოგავად შრომობდა, ამიტომ ვერავინ ვერაფერს მიხვდა თუ როგორი სირთულეების გადალახვა უწევდა მას.ოპერაციის გაკეთების შემდეგ სარძევე ჯირკვლის სიმსივნის რისკი ძალიან შემცირდა. 1159 8-ს მოსწონს
|