საზოგადოება მოგზაურობა კოსმოსში ნაწილი 4 2016, 28 მაისი, 17:58 "შავი ხვრელის საიდუმლოებები"
გზა დედამიწამდე მომქანცველი არ ყოფილა, რადგან მთელი ის დრო საუბარში გაატარეს(იმდენი ჰქონდათ სალაპარაკო), არაფერი არ უგრძვნიათ(რომ არ ჩავთვალოთ როდესაც, ზოგჯერ პატარა კენჭისხელა ასტეროიდი რაკეტას დაეჯახებოდა და გაბზარავდა უმნიშვნელოდ).
8 საათში დედამიწაზე ჩავიდნენ. დახვედრა ძალიან უცნაური იყო. ადამიანებმა პირები დააღეს და თვალები მოიფშვნიტეს. უცხოპლანეტელებმა კი გაუღიმეს მათ.
ჯონიმ მათ ყველაფერი აუხსნა: პირველად ნახვა, გაცნობა, დამეგობრება და ერთმანეთთან ტკბილი საუბრები. ზოგმა თვალებს ვერ დაუჯერა და ხუმრობა ეგონა. არადა რა კარგი იყო!
დღეები კი გადიოდა. დაიწყეს ერთმანეთთან თანამშრომლობა. ერთ დღესაც საუბარი ჩამოვარდა შავ ხვრელზე, თუ როგორ გაანადგურა ბევრი პლანეტა და ვარსკვლავი. გადაწყვიტეს გაეკეთებინათ მისი გამანადგურებელი, თუმცა დიდი დრო სჭირდებოდა, შავი ხვრელი კი ახლოვდებოდა. სასწრაფოდ უნდა ეფიქრათ. ჯერ მოსაგვარებელი იყო, თუ როგორ დაენახათ ის (მას ვერავინ ვერ დაინახავს, რადგან ის სინათლეს ყლაპავს, ხოლო რასაც არ ეცემა სინათლე ის უფერულია. ის ისრუტავს ვარსკვლავს შემდეგნაირად: წელავს და ნელ-ნელა ანადგურებს, ხოლო როცა იწელება ვარსკვლავი იოლი მისახვედრია, რომ იქ სადღაც ახლოს შავი ხვრელია). რამდენიმე თვე იმუშავეს მასზე და გამოუვიდათ. ის იყო სინათლე, ოღონდ ძალიან გაძლიერებული. ახლა უნდა წასულიყვნენ იქ სადაც ნადგურდება ვარსკვლავი და იქ დაესხივებინათ. ასეც მოიქცნენ. რაკეტა გაუშვეს. მან დიდი გზა გაიარა. არაფერზე უფიქრიათ ისე იყვნენ შეშინებულები. არც დაუნახავთ რა ხდებოდა კოსმოსში. ასე ძალზედ ეშინოდათ განადგურებისა! 4 დღე იფრინა რაკეტამ და აი, მივიდა იმ ადგილას. იქ შორიახლოს შავი ხვრელი იყო. სინათლის დასხივება დაიწყეს და ჰოი საოცრებავ! ის გამოჩნდა! შავი ხვრელი თვალისთვის ხილული გახდა! საქმე უკეთესობისკენაა ანუ ნახევარი გაკეთდა! უცებ გამხიარულდნენ და ერთმანეთს მიულოცეს. ახლა უნდა შეეტყობინებინათ მეცნიერებისთვის და გამოეშვათ კიდევ ერთი რაკეტა. მას უნდა ისეთი ძლიერი სინათლე გამოესხივა, რომ შავი ხვრელი გაენადგურებინა. ოთხ დღეში რაკეტა იმ ადგილზე მივიდა, თუმცა არ დახვდათ პირველი ხომალდი! 42 შეფასება არ არის
|