x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მეცნიერებმა ბედნიერების წამალი აღმოაჩინეს

image

image

სეროტონინი, 5 ჰიდროქსიტრიპტოფანი (5 HT) — არის ერთ-ერთი მთავარი ნეირომედიატორი და მას ხშირად, შეცდომით, «კარგი განწყობის ჰორმონს» და «ბედნიერების ჰორმონს» უწოდებენ.

სეროტონინის ნეირომედიატორული ფუნქცია თავის ტვინის მუშაობას უკავშირდება. ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ეს ნივთიერება, ნეირონებს შორის კავშირის ოპტიმიზირებას ახდენს.
სეროტონინის ჭარბი რაოდენობის შემთხვევაში, ადამიანი სულიერ აღმაფრენას, ეიფორიას და სიხარულს განიცდის. სერატონინის რაოდენობა გავლენას ახდენს ადამიანის შრომისუნარიანობაზეც. დიდია მისი გავლენა ინტელექტუალურ პროცესებზე: ყურადღების კონცენტრაციაზე, მეხსიერებაზე და ა. შ.
ორგანიზმში, სეროტონინის დიდი რაოდენობა, ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება არის, ხოლო მისი დაბალი კონცენტრაციის შემთხვევაში, ადამიანს გამუდმებით დაღლილობის და სომძიმის შეგრძნება აქვს და მცირე პრობლემის შემთხვევაში, ძლიერ ფიზიკურ ტკივილებს განიცდის. გარდა ამისა, ეს ნეირომედიატორი პასუხისმგებელია ორგანიზმის თერმორეგულირების პროცესზეც. ხოლო თავის ტვინში სეროტონინის დონის დაწევა, იწვევს დეპრესიას და შაკიკის მძიმე ფორმას.
ის, რომ, თავის ტვინი (ასევე, ნერვული სისტემა მთლიანად) დიდი რაოდენობით უჯრედებისგან შედგება, რომლებსაც ნეირონები ეწოდება, ჩვენთვის დიდი ხნის წინ იყო ცნობილი. ნეირონები საკმაოდ უცნაური უჯრედებია. ყოველ მათგანს აქვს წანაზარდები და მათი მეშვეობით ისინი ერთმანეთს (ისე, თითქოს, თითქოს ხელი აქვთ ერთმანეთისთვის ჩაკიდული) უკავშირდებიან. ეს უჯრედები ერთმანეთთან მუდმივ კონტაკტში არიან და ინფორმაციას გადასცემენ ნერვული იმპულსების სახით. ეს ინფორმაცია ორმხრივია: ტვინი ღებულობს ინფორმაციას ორგანიზმის მდგომარეობის და გარეშე გამაღიზიანებლების შესახებ და გასცემს განკარგულებებს მოქმედებისთვის. ერთი წუთის მანძილზე, ტრილიონობით ინფორმაციის გაცვლა ხდება მათ შორის.

image

როგორც მეცნიერებმა, გასული საუკუნის 60-იან წლებში, გაარკვიეს, ნერვული იმპულსები, ელექტრული სიგნალების სახით გადიან ნერვული უჯრედების წანაზარდებში (მორჩებში). მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ეს საკმარისი არ არის, რადგან ნერვულ დაბოლოებასა და ნერვულ უჯრედებს შორის არსებობს ნაპრალები და მაშინ როდესაც სინაფსში (შეხვედრის ადგილი) მივა ელექტრო სიგნალი, ნერვული დაბოლოებიდან გამოიყოფა დიდი რაოდენობით ქიმიური ნივთიერება, რომელიც არაერთგვაროვანია და თითოეული სახეობა პასუხს აგებს გარკვეული ფუნქციების ნაკრებზე. ეს ნივთიერება გადასცემს ინფორმაციას ერთი ნეირონიდან მეორე ნეირონს და ნეირონების დაბოლოებიდან კუნთოვან ქსოვილებს. სწორედ ამ ნივთიერებას ეწოდება ნეირომედიატორი.
ნეირომედიატორები (ნეიროტრანსმიტტერები, შუამავლები) — ბიოლოგიურად აქტიური ქიმიური ნივთიერებებია, რომლბის გარეშე ინფორმაციის გადაცემა არ მოხდებოდა ნერვულ უჯრედებსა და ნეირონებსა და კუნთოვან ქსოვილებს შორის. ანუ ნეირომედიატორების გარეშე, ადამიანის სხეულის ფუნქციონირება და არსებობა შეუძლებელია.
imageორგანიზმისთვის ეს უმნიშვნელოვანესი ნივთიერება, რატომღაც «ბედნიერების ჰორმონებად» მონათლეს და თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ მარადიული ბედნიერების წამალი უკვე აღმოჩენილია – ეს არის მწნილი! და მნიშვნელობა არა აქვს ადამიანის გემოვნებას: ყველა სახის მწნილს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი და მათი ზეგავლენით, ორგანიზმში მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც საბოლოო ჯამში, კარგ განწყობას და ბედნიერების განცდას იწვევს.
ამრიგად, ნერვოზის და ქრონიკული მოუსვენრობის, შფოთის მკურნალობა, თავისუფლად შეიძლება კიტრის, კომბოსტოს, პომიდვრის და სხვა მწნილებით.
სამეცნიერო დონეზე ეს საკითხი უილიამის და მერის უნივერსიტეტში (ლათ. Collegii Gulielmi et Mariae in Virginia – სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ვირჯინიას შტატში, აშშ) შეისწავლეს. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც 1 თვის მანძილზე, ყოველდღიურად მწნილს მიირთმევდნენ, შეუმცირდათ სოციალური შფოთი და ნევროზი. როგორც უკვე აღინიშნა, ასეთი შედეგი 1 თვის შემდეგ მიიღწევა, მაგრამ იმისთვის რომ ის არ გაქრეს, მწნილის ჭამა ყოველდღე არის აუცილებელი.
ინფორმაცია «ანტიფობიური ეფექტის» შესახებ, «ბიოტექნოლოგიების სფეროს ნაციონალური საინფორმაციო ცენტრის» (ინგ. National Center for Biotechnological Information, NCBI) მიერ იყო გამოქვეყნებული. რომლის თანახმად, კუჭი სინამდვილეში, ჩვენი «მეორე ტვინი» არის.
ადამიანებს, რომლებსაც ქრონიკული დეპრესია აქვთ, უწერენ მედიკამენტებს, რომლებიც შეიცავენ სინთეტიკურ სეროტონინს – ნეირომედიატორებს, რომლებიც ჯამრთელ ტვინში საკმარისი რაოდენობით არის, ხოლო დეპრესიული ადამიანის ტვინში – არა.
რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ორგანიზმში არსებულიimage სეროტონინის 90% კუჭში გამომუშავდება.
მწნილი და რძემჟავის შემცველი პროდუქტები დადებით ზეგავლენას ახდენენ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, რადგან დიდი რაოდენობით პრობიოტიკებს შეიცავენ. კუჭში მათი გამოჩენა, თავის მხრივ, იწვევს სეროტონინის გამომუშავებას, რომელსაც მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია თავის ტვინის მუშაობის პროცესში!
გარდა ამისა, მეცნიერებმა ტვინსა და კუჭს შორის, მჭიდრო კავშირის არსებობა დაადგინეს: რაც უფრო ჯანმრთელია კუჭი, მით უფრო კარგად მუშაობს ტვინი.

1
1081
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1081
  
2016, 28 მაისი, 18:35
აუ ვალები გამისტუმრეთ და მე გეტყვით ბედნიერების წამალს რაც ქვია ამდენი ექსპერიმენრი არ იქნება საჭირო
0 1 1