საზოგადოება მოგზაურობა კოსმოსში ნაწილი 3 2016, 28 მაისი, 11:56 "ცხენისმაგვარი უცხოპლანეტელები და შეკეთებული რაკეტა"
მათ დაინახეს ცხენისმაგვარი ცოცხალი არსება, ოღონდ წინა ფეხებს ხელებად იყენებდნენ.ერთ ხელზე 4 თითი ჰქონდათ. შეხვდნენ ერთმანეთს. ცოტათი შეშინდნენ. უცხოპლანეტელმა დაიჭიხვინა და სხვებიც მოვიდნენ. ისინი იღიმოდნენ. ადამიანებმაც გაიღიმეს. ერთ-ერთმა თქვა "გაგუნარი" და გაიღიმა. ადამიანებმაც მიბაძეს. უცხოპლანეტელებს ძალზედ გაუხარდათ და გაიღიმეს. როგორც ჩანს ეს მისალმება იყო. ამ დროს მოვიდა ერთი იმათგანი. მას ეჭირა სკიპტრა. მეფის იერს ტოვებდა. ცხენებმა დაუჩოქეს. ის მართლაც ხელმწიფე იყო. მიესალმა და გაუღიმა. მან სხვებს რაღაც უთხრა. ისინი მივიდნენ რაკეტასთან და შეაკეთეს. ადამიანებს გაუხარდათ და გაუღიმეს. ერთ-ერთმა კი წყალი და საჭმელიც მოიტანა. შემდეგ მეფემ ანიშნა სკაფანდრები მოიძრეთო. კოტე ყოყმანობდა, თუმცა ჯონიმ მოიძრო და ჰოი საოცრებავ! მან ჩაისუნთქა ჟანგბადი. იყო ნორმალური ტემპერატურა და ჯონიმ წყალი დალია. საჭმელი შეჭამა. მოეწონა! აი, ეს იყო ცივილიზაცია! რამდენიმე დღე დარჩნენ იქ. გაუგეს ერთმანეთის ენა. მარიამ თქვა, რომ წავიყვანოთ დედამიწაზეო. ასეც მოიქცნენ. ჩასვეს რაკეტაში და წავიდნენ დედამიწისკენ. ისინი ძალიან გონივრულები იყვნენ. დაახლოებით ისე, როგორც დედამიწელები. ჰყავდათ ცხოველები. მათ პლანეტას ერქვა სამშვიდობო. ერთმანეთს ბევრ შეკითხვას უსვამდნენ. თურმე ისინი აქ დასახლებულან 10 წლის წინ, ხოლო ზოგიერთი 40 წლისაც იყო. აი რაში იყო საქმე: შავ ხვრელს მათი ძველი პლანეტა ჩაუყლაპავს და სხვა პლანეტაზე გადავიდნენ საცხოვრებლად. ისინი იგონებდნენ მის გასანადგურებლად იარაღებს, თუმცა ამაოდ. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა იმდენი იყო დაახლოებით რამდენიც ადამიანისა. 40 1-ს მოსწონს
|