საზოგადოება მოგზაურობა კოსმოსში ნაწილი 2 2016, 27 მაისი, 23:22 "პლუტონიდან უცნობ პლანეტამდე"
პლუტონმადე გზა შორი იყო, თუმცა ეს გზაც გაიარეს. ასტეროიდებს გადაურჩნენ(რომ არ ჩავთვალოთ პატარ-პატარა ბზარები). დაეშვნენ. ჩაიცვეს სკაფანდრები და გამოვიდნენ. ძალიან ციოდა, თუმცა მათ არ შეცივდათ. გამოიკვლიეს ის ადგილი. ბევრი იარეს, ფოტოები გადაუღეს მის თანამგზავრებსაც. -ნახეთ ასტეროიდი უახლოვდება პლუტონს! შესძახა კოტემ. -მართლაც, რომ გაგვანადგუროს? იკითხა მარიამ. -არა, ის შორსაა! აღნიშნა ჯონიმ. ასტეროიდი დაეცა და დიდი აურზაური შეიქმნა. ისინი დაეცნენ. ასევე დიდი იყო აფეთქების ხმა. სასწაულებრივ გადარჩნენ! -ვაიმე, დედა! სასწრაფოდ გავიქცეთ! შეშინდა ჯონი. -ჩქარა, ჩქარა! იყვირა მარიამ. ჩასხდნენ რაკეტაში და გაფრინდნენ. -კიდევ გვაქვს დავალება, უნდა გავიდეთ მზის სისტემიდან და ვარსკვლავებს ფოტოები გადავუღოთ! თქვა კოტემ. -მერე გვეყოფა საწვავი? იკითხა ჯონიმ. -კი გვეყოფა! დაუდასტურა კოტემ. გავიდნენ მზის სისტემიდან. დაიწყეს ფოტოების გადაღება. მარია კი წყალს იკვლევდა. ამ დროს საშუალო ზომის ასტეროიდი დაეჯახა რაკეტის იმ ნაწილს სადაც საწვავი იყო და ის ნაწილი გაანადგურა. ამ დარტყმაზე და უსაწვავობაზე რაკეტა ერთ უცნობ პლანეტაზე დაეცა. რაკეტაში აურზაური ატყდა, შეეშინდათ. ან უჰერობით დაიხოცებოდნენ ან უწყლობით ( მარსის წყალს ვერ დალევდნენ, რადგან ძალზედ სახიფათო იყო). -მეგობრებო ნახეთ, იქ რაღაც ანათებს! შენიშნა ჯონიმ? -მართალი ხარ, ნეტა რა არის? იკითხა კოტემ. დაიწყეს ბჭობა. დაავიწყდათ პრობლემები. -იქნებ უცხოპლანეტელებია? იკითხა მარიამ. -მოდი ვნახოთ, იქნება ისეთი რამ იყოს რაც არ გვინახავს! თქვა კოტემ. ისინი გავიდნენ გარეთ. მიუახლოვდნენ იმ მნათობ ადგილს. მათ შენიშნეს მაღალი შენობისმაგვარი საგნები, ასევე ჭიხვინისმაგვარი ხმა შემოესმათ. -ეს რა არის? იკითხა მარიამ. -ესენი უდავოდ უცხოპლანეტელები არიან! შენიშნა კოტემ. -მივუახლოვდეთ ჩქარა ოღონდ, ვერ ვითმენ! შეეხვეწა ჯონი. ისინი მიუახლოვდნენ და ნახეს გასაოცარი რამ... გაგრძელება იქნება... 66 1-ს მოსწონს
|