საზოგადოება გაბარინის მკვლელობა ნაწილი 6 2016, 27 მაისი, 14:06 ერთ ღამეს ქურდი მათ სახლში შეიპარა. გაბარინს მოესმა მისი სიარულის ხმა და დაედევნა. ქურდიც გაიქცა ფულითურთ. გარეთ გავარდა და ტყეში შევარდა. გაბარინი მისდევდა, თუმცა მალევე დაიღალა და წაიქცა ავადმყოფობის გამო. ამით ქურდმა ისარგებლა და მასთან მივარდა, დანა ყელთან მიუტანა და...
*** -საწყალი წყვილი. -აბა ბიჭოს! -ფულმა სარგებელი კი არა უბედურება მოიტანა! -ის ქურდი კი იყო დაჭერის ღირსი! -დაჭერის კი არა, მე თუ მკითხვა სიკვდილის. მან არა მარტო გაბარინი მოკლა, არამედ ცოდვა დაიდო გაბარინის მეუღლისა! -ჩემი აზრით ქურდს მთლიანად ვერ დააბრალებ, იმას რომ გაბარინის ცოლმა თავი მოიკლა! არასდროს არავინ თავი არ უნდა მოიკლას მეუღლის, შვილის ან ვინც გინდა იმის გამო! -დაიტანჯა ის ქალიც! ჯერ რა ცუდი ბავშვობა ჰქონდა, სიღარიბეში გაატარა. მერე უხასიათობა. რომ გეკითხა სიბერის გამო, თუმცა არ ვთვლი, რომ ბებერი იყო. 44 წლის ქალი მოხუცი არაა. მერე კიდევ ქმრის სიკვდილი. ყველაფერმა ამან უბიძგა თვითმკვლელობამდე... მთლად ქურდის ბრალი არაა მაგის სიკვდილი. ნაწილობრივ. ეს ჩემი პირადი აზრია. -მე, მე... სხვა აზრი მაქვს, თუმცა შენს აზრს პატივს ვცემ. არ შეგეწინააღმდეგები. ყველას თავისი აზრი აქვს. -რამდენი წლის წინ მოხდა? დამავიწყდა. -9 წლის წინ თუ არა ვცდები. -ეჰ! საწყალნი! -იმ ქურდს კი კიდევ 8 წელი დარჩა. გაატარა მთელი სიყმაწვილე და კიდევ დარჩა ბლომად. -ის ფული ვის დარჩა? შთამომავლობა და ნათესავი მათ არ ჰყავდათ. -ვის და ავადმყოფებს ჩაურიცხეს. -ისე და... იმ ფულმა სარგებელი ვინმეს ხომ მაინც მოუტანა. ხუმრობა თანხა კი არ იყო! -რა თქმა უნდა. კარგი აბა კარგად იყავი. -ნახვამდის ჩემო კარგო! *** ამ საუბრის შემდეგ მრავალი წელი გავიდა. ქურდი გაათავისუფლეს, თუმცა მან მაინც განაგრძო ფულის მოპარვა, სანამ ქვა არ ესროლეს და არ მოკლეს... 103 3-ს მოსწონს
|