პროფესიის არჩევა – ეს ის ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საქმეა, რომელიც მომავალში მთელს თქვენს ცხოვრებას განსაზღვრავს. შესაბამისად როდესაც დგახართ არჩევანის წინაშე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რაზე დაყრდნობით აკეთებთ თქვენ თქვენს არჩევანს. დაიმახსოვრეთ! მხოლოდ შემოსავალი არ არის ის ძირითადი წინაპირობა, რომელიც გაიძულებთ კონკრეტული პროფესიის არჩევას, მთავარია დაფიქრდეთ იმაზე, თქვენ თვითონ რა გსურთ და სად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი ყველაზე კომფორტულად.
ყველაზე იდეალური ვარიანტი არის ის, როდესაც თქვენი სურვილები სრულიად რელევანტურია თქვენს მიერ შერჩეულ პროფესიასთან. მკვლევარებმა დაკვირვების შედეგად გამოითვალეს ერთგვარი წარმატების ფორმულა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ კარიერულ წინსვლას, დაწინაურებას, პიროვნულ ზრდასა და განვითარებას განაპირობებს ადამიანის გულით შერჩეული პროფესია. თქვენ არ უნდა იმუშაოთ მხოლოდ ხელფასისათვის, თქვენ ამას აკეთებთ თქვენი სიამოვნებისათვისაც. შესაბამისად საქმე, რომლის კეთებაც გსიამოვნებთ, ყოველთვის უფრო მეტად პროდუქტიულია, გიმაღლებთ მოტივაციას და იწვევს მაქსიმალურ წარმატებას.
უფრო კონკრეტულად, რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც ირჩევთ თქვენს სამომავლო პროფესიას?
* საკუთარი ინტერესების გათვალისწინება
1. თქვენი საოცნებო პროფესია– არსებობს ასეთი გამოთქმა, როდესაც ცდილობ აირჩიო მომავალი პროფესია, უნდა იფიქრო იმაზე რა გააკეთებდი თუ საჭირო არ იქნება მუშაობა. თუ გაქვთ მილიონი დოლარი და ყველაფრის გაკეთება შეგიძლია რასაც მოინდომებ, მაშინ რა საქმიანობით დაკავდებოდი? ეს მინიშნებას გაძლევთ რა უნდა აკეთოთ მომავალში, მაგალითად თუ გინდათ იყოთ მუსიკალური ვარსკვლავი, შეიძლება განიხილოთ აუდიო ინჟინერია ან მუსიკალური კომპოზიციის სფერო. ეს პროფესიები
შედარებით ადვილია რომ მიაღწიოთ წარმატებას ამ სფეროში, ასევე თუ გნებავთ იმოგზაუროთ მსოფლიოს გარშემო, შეიძლება დაფიქრდეთ გახდეთ სტუარდესა ან ავიაკომპანიის ისეთ თანამდებობაზე რომ მოგზაურობა მოგიწიოთ.
2. თქვენი ჰობი- შედარებით მარტივია რომ თქვენი ჰობი ან ის საქმიანობა რაც გიყვართ აქციოთ საკუთარ პროფესიად. იფიქრეთ რისი
კეთება გიყვართ და რამდენად მოერგება ეს სამომავლო კარიერას, მაგალითად თუ თქვენ
გიყვართ ვიდეო თამაშები, შეიძლება გახდეტ ვიდეო თამაშების დიზაინერი, პროგრამისტი და ა.შ. თუ გიყვართ ხატვა და ხელოვნება, შეიძლება იფიქროთ გახდეთ გრაფიკული დიზაინერი.
3. რა საგნები მოგწონდათ სკოლაში- თქვენმა საყვარელმა საგანმა შეიძლება დაგაფიქროთ მომავალ პროფესიაზე, თუ თქვენ გიყვარდათ სკოლაში ქიმია, შეიძლება დაფიქრდეთ ფარმაცევტობაზე ან ლაბორატორიაში მუშაობაზე.
*გაითვალისწინეთ თქვენი უნარ-ჩვევები
1. რა საგანში ხართ უფრო ძლიერი- იფიქრეთ რომელ საგნებს სწავლობდით უფრო უკეტესად სკოლაში და რა გამოგდიოდათ.
2. რა უნარ-ჩვევები გაქვთ უფრო მეტად- ზოგიერთ ადამიანს უკეთესად გამოსდის
ანგარიში, ზოგს ნივთების შექმნა და შეკეთება, ზოგს კი ახალი და კრეატიული იდეების
მოფიქრება. ამან შეიძლება განაპირობოს თქვენი მომავალი პროფესია. აუცილებელია
საკუთარი უნარ-ჩვევების გათვალისწინება კარიერის არჩევისას, მაგალითად ადამიანების რომლების ქმნიამ ახალ ნივთებს, შეუძლიატ შეაკეთონ დაზიანებული ნივთი და ა.შ შეიძლება წავიდნენ სამშენებლო სფეროში, ავტომანქანების სარემონტო სფეროში და ა.შ.
3. პიროვნული თვისებები- ადამიანის პრიოვნულმა თვისებებმა ასევე შეიძლება
განაპირობოს პროფესია, მაგალითად იმ ადამიანებს რომლებსაც უკეთ გამოსდით
კომუნიკაცია და მოსწონს ხალხთან ურთიერთობა შეიძლება დასაქმდნენ სოციალური
საქმიანობების სფეროშ, მარკეტინგში და ა.შ. მაგალითად, თუ პიროვნებას მოსწონს
სხვებზე ზრუნვა, შეიძლება იფიქროს გახდეს ძიძა, ექიმი და ა.შ.
4. ჰკითხეთ საკუთარი შესაძლებლობების შესახებ სხვას- ზოგჯერ ჩვენთვის რთულია
ზუსტად გავიგოთ რა გამოგვდის უკეთესად და რა სფეროში ვართ უფრო წარმატებულნი. ამისათვის კარგი იქნება თუ ვკითხავ აზრს ჩვენს მეგობრებს, მშობლებს მასწავლებლებს და ა.შ. ამ პროცესმა შეიძლება გაგვაოცოს კიდეც, რადგან აღმოვაჩინოთ რომ იმ საქმეში რაც ვფიქრობდით რომ არ გამოგვდიოდა სხვების თვალში წარმატებულნი ვიყოთ.
* გაითვალისწინეთ თქვენი ახლანდელი მდგომარეობა.
1. გაერკვიეთ საკუთარ თავში- ზოგჯერ ჩვენ საერთოდ არ ვიცით რა გვინდა, რა უფრო
მოგვწონს, რა გამოგვდის კარგად. ამიტომ მნიშვნელოვანია სანამ კონკრეტულ პროფესიას
ავირჩევთ შევისწავლოთ საკუთარი თავი, სურვილები და შესაძლებლობები კარგად.
2. ჩვენი ფინანსური მდგომარეობა- ჩვენი ფინანსური მდგომარეობა გაკრვეულწილად
განაპირობებს ჩვენს არჩევანს პროფესიაში. ზოგიერთი პროფესიის დაუფლება სამწუხაროდ საკმაოდ ძვირია. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ფულის არ ქონა გვიკრძალავს ჩვენთვის სასურველი პროფესიის არჩევას, არსებობს სხვადასხვა სახის დახმარებები რაც სწავლაში შეგვიწყობს ხელს, მაგალითად გრანტების, სტიპენდია და ა.შ.
3. პროფესიული სასწავლებლები- ყველა ადამიანი ვერ ან არ ავლენს იმ უნარ-ჩვევებს,
რაც მომავალში უნივერსიტეტში ჩაბარებისთვის სჭირდება, თუმცა არც ესაა პრობლემა და ამაზე არ უნდა ვიდარდოთ, რადგან არსებობს უამრავლი პროფესიული კოლეჯები, სადაც ადამიანები ეუფლებიან ასევე მოთხოვნად პროფესიებს.
4. მოიძიე მეტი ინფორმაცია- თუ ჯერ კიდევ ვერერკვევა ადამიანი საკუთარ სურვილებში, მეტი უნფორმაცია უნდა მოიძიოს სასურველი უნივერსიტეტების, პროფესიების შესახებ.
* წარმოიდგინე და გაითვალისწინეთ თქვენი მომავალი.
1. იფიქრეთ კარიერაზე, რომელსაც ადვილად მიიღებთ და წინსვლას შეძლებთ-
გაითვალისწინეთ თქვენთვის შესაძლო ყველა სფერო. სად შეიძლება მიაღწიოთ მეტ წარმატებას, თუმცა არ დაგავიწყდეთ თქვენი უნარ-ჩვევების მორგება ამ პროფესიასთან. მაგალითად, უფრო მარტივი იქნება იმუშაოთ იგივე კომპანიაში სადაც მუშაობენ თქვენი მშობლები, მეგობრები, ან ჩაერთოთ ოჯახურ ბიზნესში. ასეთი გადაწყვეტილება უფრო სწრაფად და მარტივად მოგიტანთ წარმატებას.
2. იფიქრეთ თქვენს სამომავლო ფინანსურ მდგომარეობაზე- თქვენ მიერ არჩეული კარიერა კავშირშია მომავალში თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე. მნიშვნელოვანია თქვენმა კარიერამ მოგცეთ ის ფინანსური მდგომარეობა რაც დაკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს, თუმცა არ არსებობს განსაზღვრული სტანდარტული თანხა ამისთვის. ზოგს რაღაც გარკვეული რაოდენობა აკმაყოფილებს, რაც მეორესთვის შეიძლება ბევრი ან ცოტა იყოს.
3. განსაზღვრეთ თქვენი სამსახურის სტაბილურობა- არსებობს სტაბილური და
არასტაბილური სამსახურები შესაბამისად არის ხელფასიც. ამიტომ პიროვნებამ წინასწარ
უნდა განსაზღვროს რამდენად სასურველია მისთვის ან სტაბილური სამსახური და
შემოსავალი ან არასტაბილური. მაგალითად მწერლის კარიერა ხშირ შემთხვევაში
არასტაბილურია, შეიძლება რაღაც დროის განმავლობაში მუდმივად უწევდეს მუშაობა და ასევე შეიძლება დიდი დროის განმავლობაში საერთოდ არაფრის გაკეთება არ მოუწიოს.