კვლევის მეთოდი ფსიქოლოგიაში- ბუნებრივი დაკვირვება.
ბუნებრივი დაკვირვება არის ყველაზე აშკარა და ძველი გზა მონაცემების შესაგროვებლად. ბევრი ადამიანი, მაგალითად, ჩიტების დამკვირვებლები, არიან ბუნებრივად მოყვარული დამკვირვებლები, მაგრამ მეცნიერი დამკვირვებლები არიან ბევრად
უფრო სისტემურები თავიანთ დაკვირვებებში.
თუმცა, ყველამ ვიცით რომ დამკვირვებლები ზოგჯერ ცდებიან, რაღაცის დანახვა ყოველთვის რ არის დამარწმუნებელი. ხშირად ჩვენს შეგრძნებებს შეცდომაში შევყავართ, მაგალითად, არსებობს ოპტიკური ილუზიები. ერთ-ერთი ცნობილი ოპტიკური ილუზია ცნობილია მიულერ-ლაიერის ილუზიის სახელით სადაც თანაბარი სიგრძის ხაზები გვეჩვენება არათანაბრად თავში და ბოლოში
არსებული ხაზების გამო. ასეთი მაგალითები გვაჩვენებს რომ ჩვენი შეგრძნებები ზოგჯერ შეიძლება ცდებოდნენ, თუ ყურადღებით არ ვიქნებით.
ის ფაქტი, რომ მეცნიერებიც არიან ჩვეულებრივი ადამიანები, უშვებს იმას, რომ ისინიც უშვებენ შეცდომებს დაკვირვების დროს. მეცნიერებმა გააუმჯობესეს კვლევის ტექნიკები- მათ შორის ლოგიკის გამოყენების
რთული აპარატურა, კონტროლის პირობები, და ა.შ. მეცნიერები მუდმივად ცდილობენ გააუმჯობესონ დაკვირვების ტექნიკა. მიუხედავად ამისა ბუნებრივი დაკვირვების ტექნიკა ძალიან განსხვავდება შემთხვევითი დაკვირვების ტექნიკისგან.
მილერმა ჩამოთვალა რამდენიმე მნიშვნლოვანი როლი რაც შეიძლება ითამაშოს ბუნებრივმა დაკვირვებამ ფსიქოლოგიაში. მილერი ამბობდა, რომ დაკვირვება უზრუნველყოფს მონაცემების ძირითად ნაწილს შემდგომში უფრო მაღალკონტროლირებადი კვლევისთვის. ბუნებრივი დაკვირვება აღწერს ორგანიზმების აზრებსა და ქცევას, რომელიც არის აუცილებელი პირველი ნაწილის გაგებისთვის.
ცნობილი მაგალითია ჰარლოუს დაკვირვება, რომელიც იკვლევდა დედის სიყვარულს ახალშობილებში, რომელიც ბლუმმა აღწერა დეტალებში. ექსპერიმენტის საწყის ეტაპზე ჰარლოუს სჭირდებოდა ინფორმაცია თუ რა ქცევას ავლენენ ახალშობილი მაიმუნები. მას ასევე სჭირდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა მოსწონთ ან არ მოსწონთ ახალშობილ მაიმუნებს. ამ ინფორმაციის შემდეგ ჰარლოუს შეეძლო
ეცადა თავისი ექსპერიმენტი, დაედგინა რატომ და როგორ იქცევიან ახალშობილი მაიმუნები დედის მიმართ. ამ მაგალითის გამოყენებით შეგვიძლია ვთქვათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მონაცემები ექსპერიმენტის საწყის ეტაპზე, რომელიც ხშირად დაკვირვების გზით მოიპოვება.
მეცნიერული დაკვირვების დროს ჩვენ ვაწყდებით ორ ურთიერთსაპირისპირო ძირითად პრობლემას: მოქმედება ან სტაბილურობა. ერთი პრობლემა უნდა მოგვარდეს გამიჯვნის გზით, ანუ უნდა გაიმიჯნოს ქცევის დაკვირვების არჩევანი. დამკვირვებლებს აქვთ უსასრულო შესაძლებლობები აღიქვან და იფიქრონ მოვლენების შესახებ. მართალია ზოგიერთ ჩვენგანს შეუძლია ერთდროულად სხვადასხვა საქმე აკეთოს, მაგრამ ზოგიერთ ჩვენგანს არ შეუძლია რომ დაესწროს ქცევის განხორციელებას და თან დაიმახსოვროს 20 განსხვავებული ქცევა რომელიც ხდება ძალიან მოკლე პერიოდებში. ამიტომ წინასწარ უნდა განისაზღვროს თუ რას ვაპირებთ, უნდა დაიგეგმოს რისი დაკვირვება გვინდა.ჩვენ შესაწვლისთვის და დაკვირვებისთვის უნდა ავირჩიოთ პრობლემური ქცევა, რომელსაც შევისწავლით. მეორე პრობლემა ეხება დასაკვირვებელი ობიექტის რეაქციას როდესაც აკვირდებიან. ამ პრობლემა ეწოდება რეაქტულობა, ქმედება, რაც წარმოადგენს პრობლემას ნებისმიერ ფსიქოლოგიურ კვლევაში.
რას ვაკვირდებით?
თუ ჩვენ ვართ დაინტერესებული ადამიანების არავერბალური კომუნიკაციით, ჩვენ დავაკვირდებით არავერბალურ კომუნიკაციას. თუმცა, ეს მარტივი ნამდვილად არ არის. პირველ რიგში, არავერბალური კომუნიკაცია არის ძალიან კომპლექსური. მეორე, გარკვეულის ქცევის მოსინჯვა, გულისხმობს იმას რომ ჩვენ უკვე ვიცით ზოგიერთი ქცევა. ეთოლოგიის კვლევები წარმოადგენს საკმაოდ გავრცელებულ სფეროს კვლევებისათვის, რათა შევისწავლოთ ბუნებრივი ქცევები. მარტივი დაკვირვება ცხოველების და ადამიანების ქცევაზე იძლევა გლობალურ შთაბეჭდილებას
ქცევის მახასიეთებლებსა და მის დიაპაზონზე. ერთი გზა, რომლითაც ეთოლოგისტები დაკვირვებას ქმნიან უფრო სისტემატურს არის ის რომ იდენტიფიცირებას აკეთებენ სხვადასხვა კატეგორიების ორგანიზმების სხვადასხვა გამოცდილებით თანახმად იმისა, თუ რამდენ ხანში ერთხელ, რა პერიოდით განახორციელებს ქცევას ორგანიზმი. ეს ქცევები შეიძლება დაიყოს დიდ და პატარა ერთეულებად, მაგალითად დიდ ერთეულებში შედის კატეგორიზაცია ძილის, ბრძოლის, კვების და ა.შ მიხედვით. იმის
დათვლით, თუ რამდენჯერ და რამდენ ხანში ერთხელ ახორციელებს ქცევას ორგანიზმი, ეთოლოგმა შეიძლება მიიღოს ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა. თუმცა, იგივე ტექნიკების გამოყენება ძალიან რთულია ადამიანზე, რადგან ადამიანები არ აძლევენ საშუალებას მეცნიერებს რომ აღრიცხონ და ჩაიწერონ მათი ყველა ქცევა.
Flashing Eyebrows. ცნობილი ეთოლოგი, Eibl-Eibesfeldt, რომელიც იკვლევდა ადამიანის ქცევას, აქვს საკმაოდ დიდიწვლილი შეტანილი ადამიანის გამომეტყველების
კვლევის სფეროში. ის და მისი კოლეგები მოგზაურობდნენ მსოფლიოს გარშემო და იღებდნენ სურათებს სხვადასხვა გამომეტყველების სხვადასხვა კონტექსტში. მათ ყურადღებით იკვლიეს ეს გამომეტყველებები და დადგინდა რომ მსოფლიოს გარშემო ძალიან ბევრი გამომეტყველება მსგავსია, ზოგი კი არა.გამომეტყველებების კვლევის პროცესში მან შეამჩნია რომ ადამიანები რომლებიც ერთმანეთს ხვდებოდნენ წარბებს წევდნენ მაღლა ძალიან სწრაფად. ეს მეცნიერი წავიდა უკან რათა ეკვლია ეს ფენომენი.
The eyebrow flash
არის წარბის აწევა წამის მეექვსედში რომელსაც თან სდევს უმნიშვნელო ღიმილი და თავის დაკვრა. ეს ფენომენი ძალიან ბევრ კულტურაში იკვლიეს და აღმოჩნდა რომ განსხვავებულად გამოიყენებოდა ან საერთოდ არ გამოიყენებოდა ადამიანთან შეხვედრის დროს. მაგალითად, იაპონიაში ეს ფენომენი არ გამოიყენებოდა რადგან ითვლებოდა უხამს საქციელად. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ეს ფენომენი გამოიყენებოდა სხვადასხვა სიტუაციებშიც, მაგალითად ფლირტის დროს, მომსახურების დროს(როგორც ერთგვარი მადლობა).
ზოგადად, ბუნებრივი დაკვირვება, როგორ უკვე აღვნიშნე, არის ძალიან საინტერესო და საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად. მიუხედავად მისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეებისა, კვლევის ეს მეთოდი გვეხმარება უამრავი ინფორმაციის შეგროვებაში, ზოგჯერ ისეთი ინფორმაციის შეგროვებაშიც რომელსაც სხვა ვერცერთი კვლევის
მეთოდით ვერ შევაგროვებთ. ბუნებრივი დაკვივრება შეიძლება გამოიყენებოდეს არამხოლოდ მეცნიერის მიერ, არამედ მოყვარული დამკვირვებლების მიერ, ვისაც აინტერესებს ერთი კონკრეტული ორგანიზმის ქცევა. მეცნიერების განვითარებასთან ერთად, კვლევის ეს ტექნიკა უფრო და უფრო იხვეწება, ის ხარვეზები რაც აქამდე არსებობდა აღარ არსებობს. კვლევის ეს მეთოდი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა სხვადასხვა მიზნებისათვის და სხვადასხვა ადამიანების მიერ, მაგრამ მისი მნიშვნელობა უცვლელია და ვფიქრობ, რომ სხვადასხვა ექსპერიმენტების და კვლევების ჩატარების დროს, მონაცემების შესაგროვებლად ყველაზე საჭირო, საინტერესო მეთოდია. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ფინანსურად არც ისე ბევრ ხარჯებს მოითხოვს,
რაც ხშირად გასათვალისწინებელია. ჩემი აზრით, კვლევის ამ მეთოდს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც საკმაოდ აქტიურად ვიყენებთ სხვისი აზრების და ქცევების გაგებისათვის, ჩვენი ახლობლების და გარშემომყოფთა გაგებისათვის“ ზოგჯერ ეს გაუცნობიერებლად ხდება, ზოგჯერ კი ცნობიერად.