x
image
პლატონ ჭიაბრიშვილი
გაბარინის მკვლელობა ნაწილი 2
სახლში შევიდა და ცოლი დახვდა. საშინელ გუნებაზე იყო.

-სად იყავი?

-ეზოში. ექიმმა მითხრა. არ გახსოვს?

-კი.


-შენ რას შვები? წამლები დალიე?

-კი. რაღაც არ ვარ გუნებაზე. ნერვები მაქვს მოშლილი.

-ყველა წამალი დალიე?

-ხო აბა!

-გინდა ძველი ფოტოები დავათვალიეროთ?

-შენ ყრუ ხარ? ვერ გაიგე, რომ არ ვარ ხასიათზე, თუ უნდა აგიხსნა ხელმეორედ?

-მე, მე. მე მეგონა გამხიარულდებოდი ჩემო კარგო.

-გამანებე რა! დასვენება მსურს!

გაბარინი არ ბრაზდებოდა. იცოდა ცოლის ამბავი. ეჰ! ეს მოხუცობა რას არ შვრება! ერთმანეთს შეაბერდნენ. როგორ უყვარდათ ერთმანეთი! აღარაა ის დრო.



შვილი არ ჰყავდათ. გადაწყვიტეს ეშვილათ, თუმცა გარდაეცვალათ. ამან წყვილზე იმდენად ცუდად იმოქმედა, რომ ძლივს გადაიტანეს!

იმედი ჰქონდა გაბარინს, რომ ცოლი იქნებოდა ისევ ჩვეულებრივი, მაგრამ დრო იწელებოდა.

მოსაღამოვდა. გაბარინი წიგნს კითხულობდა, როცა შეამჩნია, რომ ცოტაღა ჰქონდა დარჩენილი მის დამთავრებამდე.

10 წუთი იკითხა და დაამთავრა. ჩვეულებრივ, როგორც შვრებოდა ცოლს მოკლე შინაარსი მოუყვა.

გათენდა. კაცი გარეთ გავიდა. ცოლიც გაჰყვა. იარეს, შეისვენეს. აშკარად ჩანდა ქალი უკეთესად, რომ იყო. უფრო მხიარულად იქცეოდა. რამდენიმეჯერ გაიღიმა კიდეც. ეს ხომ პროგრესი იყო. როგორც იქნა წამლებმა შედეგი გამოიღო! მერე რა, რომ ფული დაიხარჯა. ის ხომ ძვირფასი ქალი იყო მისთვის!

სახლში შევიდნენ და ფოტოები დაათვალიერეს. მთელი დღე ისინი კარგ გუნებაზე იყვნენ!წიგნი

0
28
1-ს მოსწონს
ავტორი:პლატონ ჭიაბრიშვილი
პლატონ ჭიაბრიშვილი
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0