სხვა გაბარინის მკვლელობა ნაწილი1 2016, 25 მაისი, 15:07 მიდიოდა.
წვიმა დაიწყო.
ფეხს მოუჩქარა და თავი მაღაზიას შეაფარა. მაღაზია არც ისე დიდია. საშულაო ზომისაა.
იქ ორი გამყიდველია. ორივე ქალი. ისინი თურმე კლასელნი ყოფილან. კეთილები და პატიოსნები.
შევიდა და მათ მიესალმა. -გაბარინ, როგორ ხართ? -კარგად ქალბატონებო, თქვენ? -ჩვენც ვართ ძველებურად. რამეს ინებებთ? -არა. წვიმამ მომისწრო და შემოვედი, თანაც დავიღალე. -გასაგებია ბატონო. დაბრძანდით სკამზე, არ მოგერიდოთ. -გაიხარეთ! დაჯდა კაცი და სული მოითქვა. 20 წუთი იყო გარეთ. არც დარბოდა და არც არაფერი. მას ისეთი დაავადება ჰქონდა, რომელიც ვერ გაიგო ვერავინ. ძალიან ცნობილი ექიმნი უძლური აღმოჩნდნენ. მას აუცილებლად ბევრი უნდა დაესვენა, თორემ ძალზედ ცუდად ხდებოდა. ეს დაავადებაბავშვობიდან აწუხებდა. ბოლოს სული, რომ მოითქვა და წვიმამ გადაიღო ადგა, მათ დაემშვიდობა და წავიდა სახლში. ოდნავ იყო დანაღვლიანებული, რადგან სახლში ცოლი ელოდა, რომელიც თითქმის სულ უხასიათოდ იყო, მოხუცობის გამო. 124 2-ს მოსწონს
|