საზოგადოება ყველაზე მსუქანი ადამიანები 2016, 21 მაისი, 17:48 1)პაულ მეისონი 50 წლის ინგლისელი მამაკაცია, რომელიც 450 კილოგრამს იწონიდა და ყველაზე მსუქან ადამიანად ითვლებოდა, თუმცა მისი თქმით დღეში 2, 000 კალორიანი დიეტა შედეგიანია და ახლა უკვე 255 კილოა.2)დონა სიმპსონი 1967 წელს დაბადებული ამერიკელი ქალბატონია, რომელიც 2008 წლისთვის ყველაზე ჭარბწონიან ქალად ითვლებოდა და მისი წონა 450 კილო იყო, თუმცა სულ რაღაც 2 წლის შემდეგ, სახელმწიფოს დახმარებით 200 კილომდე დაიკლო.ამჟამად მისი მიზანია ჩამოვიდეს 170 კილოზე და უკეთ შეძლოს შვილების აღზრდა3)მანუელ ურიბი 1965 წელს დაბადებული მექსიკელია, რომლის წონამაც 2001 წელს 597 კილოგრამს მიაღწია და შეუძლებელი გახდა მისი საწოლიდან წამოდგომაც კი.ექიმების დახმარებით მანუელმა იმავე წელს დაიკლო 180 კილომდე და დღესაც მკაცრად იცავს დიეტას.თებერვლის მონაცემებით ის ახლა უკვე მხოლოდ 200 კილოა4)რობერტ ჰაგსი 1926 წელს დაიბადა და მალევე 1958 წელს გარდაიცვალა.რობერტი 6 წლის ასაკში 92 კილო ყოფილა, 10 წლისა კი უკვე 187 კილოს აჭარბებდა.მოზრდილობის დროს მისმა წონამ 486 კილოს მიაღწია და იმდროის ყველაზე მსუქან ადამიანად ითვლებოდა.ქონის სისქე მხოლოდ გულმკერდის გარეშემო 3.15 მეტრი ჰქონდა, რამაც საბოლოოდ არემია გამოიწვია და 32 წლის ასაკში გარდაიცვალა.5)კენეტ ბრემლი 468 კილოგრამს იწონიდა და ერთ-ერთ ყველაზე ჭარბწონიან ქალბატონად ითვლება.ექიმების თქმით იგი დაახლოებით 4 წლის მანძილზე ვერ ახერხებდა საწოლის დატოვებას.ამჟამად მისი დიეტა დღეში 1, 200 კალორიას შეადგენს და 40 დღეში 72 კილოს დაკლება შეძლო6)მარია როსალესი 470 კილოგრამს იწონიდა, როდესაც მას 2 წლის ძმიშვილის მკვლელობაში ედებოდა ბრალი.საბედნიეროდ თუ საუბედუროდ მარია როსალესის გამამართლებელი განაჩენი ჟღერდა შემდეგნაირად : "ქალი მეტისმეტად მსუქანია ვინმეს მოსაკლავად", ექსპერტიზამაც სასამართლოს ცნობა წარუდგინა, რომ ქალს მკლავის აწევა ფიზიკურად არ შეეძლო და შესაბამისად ძმიშვილსაც ვერ მოკლავდა.7)ტერი სმიტი 320 კილოგრამს იწონიდა და წლების განმავლობაში საწოლზე გადაბრუნებაც კი არ შეეძლო.20 წლის ასაკში ის 114 კილოს იწონიდა და მას შემდეგ გეომეტრიული პროგრესიით გააგრძელა მატება.მას შემდეგ რაც ექიმებმა მას მკაცრი დიეტის დანიშნულება მიუტანეს, რომლის არ შესრულების შემთხვევაში მას სიკვდილი ელოდა ტერიმ თავი ხელში აიყვანა და დღესაც აქტიურად ებრძვის ჭარბ წონას 488 7-ს მოსწონს
|