x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135664
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
ვინ დაინტერესდა ცირა კობიაშვილით ამერიკიდან-" ამ წერილმა იმდენი სიცოცხლე მომმატა..." "ცხოვრებაში არავის ადგილი არ დამიკავებია და არც ჩემი შვილი დაიკავებს..."
image
პოპულარული მუსიკალური შოუს "იქს ფაქტორის" ყველაზე ლამაზი და სექსუალური კონკურსანტის ცირა კობიაშვილისა და ერთ-ერთი მენტორის სოფო ნიჟარაძის დაპირისპირება, ყველას კარგად მოგეხსენებათ. სოფომ ცირას "ორი სკამის" კონკურსზე "ფეიკი" მომღერალი უწოდა, რამაც კონკურსანტი ძალინ გააღიზიანა და თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. მათ დაპირისპირებას საზოგადოება აქტიურად განიხილავს სოციალურ ქსელში.

ცირა კობიაშვილის დედა თათია პაჭკორია შვილის ყველანაირ საქციელს ამართლებს და მხარში უდგას მას, იგი თვლის რომ მისი შვილი არ თამაშობს და გულწრფელია... ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტი წერდა:

"ვამაყობ შენით დეეეეეე, თუ ვინმე ანგარიშგასაწევი მუსიკოსია, თუ ვინმეს შეხება ჰქონია და არ ჰქონია შენთან ყველა მირეკავს, მწერს, ისინიც კი ვისთანაც ურთიერთობა აღარ მაქვს... ხომ იცი არასდროს არ გაქებდი, სულ კრიტიკით გაგზარდე, მაგრამ დღეს ამყი ვარ, იმიტომ რომ პიროვნება ხარ და როგორც მე არ დამიჩოქია არავის წინაშე არც შენ დაიჩოქე. არასდროს არ დაიჩოქო... მე პატივს ვცემ ყველა შენს გადაწყვეტილებას, მცდარსაც, მაგრამ გულწრფელს..."image

ახლა კი თათია პაჭკორია ორმაგად ამაყია, რადგან მან მეილზე წერილი მიიღო ამერიკიდან, Washington Post-ის რეპორტიორის და ჟურნალების Vogue და GQ რედაქტორის სტეფანია მენსფილდისგან. იგი წერილში წერს, რომ იუთუბიზე ცირას ვიდეოების ნახვისას ძალიან მოიხიბლა მისი სილამაზით და ნიჭით და იგი ფიქრობს, რომ მის ქალიშვილს დიდი მომავალი აქვს ამერიკის შეერთებული შტატებში და იმედოვნებს, რომ ცირასთან ერთად ექნება მუშაობის შესაძლებლობა:


"ნახევარი საათის წინ ჩემს მეილზე ეს წერილი მოვიდა. ბედნიერი ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან იუთუბზე ცირას ვიდეობის ნახვის შემდეგ ასეთი შეფასება მივიღეთ... ყველას დიდი მადლობა.. მიყვარხართ ძალიან.
stephanie mansfield
To Tatia.pachkoria@yahoo.com May 19 at 11:47 PM
Dear Tatia,
My name is Stephanie Mansfield. I am a former Washington Post reporter, contributing editor for Vogue and GQ.
I have worked with talent in Hollywood. I am amazed at your daughter. She's a fabulous singer, and gorgeous. I have worked with Mick Jagger, Shania Twain and others over the years (including Bruce Springsteen.)
When I saw the video on YouTube regarding Georgian X Factor, I was amazed at Cira's beauty and talent. She is a gifted performer. I think she has a great future in the United States.
If you are willing, I am more than happy to try and get her an agent and manager in the music industry, and perhaps if she would like to become an actress, we can certainly get her auditions for television and film projects.
We wish her the best, and hope we can work together.
Kind regards,
Stephanie Mansfield..."

ცირა კობიაშვილის დედა მადლობას უხდის ყველას მხარში დგომისთვის:

"დიდი მადლობა მეგობრებო, ქართველებო... ხომ იცით თქვენი დამოკიდებულება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ამიტომ ამ წერილმა იმდენი სიცოცხლე მომმატა, რაც გასული 2 დღეა დამაკლდა... არაფერი არ ღირს ადამიანებო იმ ბოღმის ნიაღვრად, რამაც ერთი კონკურსის შემდეგ კინაღამ წაგვლეკა. ცხოვრებაში არავის ადგილი არ დამიკავებია და არც ჩემი შვილი დაიკავებს... ყველას თავის ტაში აქვს და ამ ტაშისთვის დაუზოგავი შრომაა საჭირო... დიდი მადლობა ვაშინგტონში მცხოვრებ ქართველებს, რომელთაც ჩემი მეილი მიაწოდეს სტეფანია მანსფილდს... დიდი მადლობა მას. ყველაფერს გავაკეთებ თანხის მოსაძიებლად, რომ ვცადოთ ბედი... აუცილებლად უნდა ვცადოთ..."imageimageimage

0
464
5-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
464
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0