დიეტოლოგია "შეაჩერე"! - ქალის 5 ყოველდღიური დანაშაული კანის მოვლის წინააღმდეგ 2016, 20 მაისი, 23:14
შაქარი, სტრესი, კოფეინი, ალკოჰოლი, რძის პროდუქტები -ეს არის არასრული ჩამონათვალი და მიზეზი იმისა, თუ რა იწვევს აკნეს.სასურველია დავიწყოთ ფიქრი, რომ უარი ვთქვათ desserts, მაგრამ ეს არ იძლევა პრობლემების სრულად გაქრობის გარანტიას - ამბობს ჰოლივუდის ცნობილი დიეტოლოგი ჰეილი როი. მისი თქმით, არსებობს უამრავი შიდა და გარე ფაქტორები, მაგრამ მთავარი მაინც საკვების მენიუს შედგენაა აუცილებელი.მაშ, ასე! რა რჩევებს აძლევს ქალბატონებს ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანი დიეტოლოგი?
პირველ რიგში გამოცვალეთ კბილის პასტა და ნუ გაგიკვირდებათ, რადგან უხარისხო კბილის პასტა დიდი რაოდენობით ქიმიურ ელემენტებს და ფტორს შეიცავს, რაც იწვევს ანთებით პროცესებს ტუჩებსა და ნიკაპზე.
დიდი მნიშვნელობა აქვს შხაპის მიღებას. სტანდარტული სქემა ასეთია:თავდაპირველად ვიბანთ სახეს ( და არა თავს, რაც ფუნდამენტურად არასწორია) და ვიზელთ სახეს რძის ტონიკით, ეს აღადგენს ph-ბალანსს და არ პროვოცირებს ანთების გაჩენას.თუ მეგაპოლისში ვცხოვრობთ, შეუძლებელია გაუმკლავდე ჰაერის დაბინძურებას.ამიტომ ორგანიზმი უნდა დავიცვათ ტოქსინებისგან.როგორ? რა თქმა უნდა ხილის და ბოსტნეულის დიეტით.რასაც უნდა დავუმატოთ თუთიის შემცველი პროდუქტები, ასევე ვიტამინები C და E, ისევე როგორც ომეგა 3, 6 და 9.
თქვენ მაქსიმალურად ზრუნავთ საკუთარ სახის კანზე, რასაც ააქტიურებთ და ცვლით სეზონურ და კლიმატურ ცვალებადობასთან ერთად..მაგალითად, მზის გააქტიურების შემთხვევაში პიგმენტაცია იზრდება. ჰეილი როი ურჩევს ქალბატონებს კოსმეტოლოგთან კონსულტაციას. ჰოლივუდის ცნობილი დიეტოლოგის თქმით, კოსმეტოლოგი ზუსტად გეტყვით, თუ რა ნივთიერებები უნდა გამოიყენოთ და რომელი სახეობის პროდუქტები უნდა მივირთვათ სეზონურად. წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო! 82 5-ს მოსწონს 1-ს არა
|