საზოგადოება 43,200-ჯერ გაუპატიურებული გოგონას ინტერვიუ 2016, 20 მაისი, 20:10 გოგონა მექსიკაში ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა და აიძულეს "სექსუალურ ინდუსტრიაში" ჩართულიყო.კარლას თქმით მას 4 წლის განმავლობაში ყოველდღიურად დაახლოებით 30 კაცთან აიძულებდნენ სექსუალურ ურთიერთობას, რაც CNN-საც დაუდასტურა.
გოგონა 12 წლის იყო როდესაც ოჯახური ცხოვრების რიტმისგან 22 წლის მამაკაცმა ამოაგდო უამრავი საჩუქრებით, ფულითა და სწრაფი მანქანებით.ამ ყველაფერის შემდეგ მამაკაცმა გოგონა სახლიდან წაიყვანა მისთვის უცხო ადგილას და 3 თვე იქ ყავდა, შემდგომ კი აიძულა ქუჩაში მეძავად ემუშავა.გოგონა CNN-თან საუბრისას იხსენებს : "მუშაობას 10 საათზე ვიწყებდით და შუაღამისას ვამთავრებდით" ; "რამოდენიმე კაცი სექსუალური აქტის დროს დამცინოდა კიდეც, რადგან ყოველთვის ვტიროდი" ; "ყოველთვის ვხუჭავდი თვალებს და არასდროს ვუყურებდი რას უშვებოდნენ ჩემს სხეულს, ვცდილობდი არაფერი მეგრძნო"
ამ ხნის განმავლობაში კარლა რამოდენიმეჯერ გახდა მკაცრი ფიზიკური შეურაწყოფის მსხვერპლიც.ხშირად მას გამეტებით სცემდნენ.
"ის მირტყავდა ჯაჭვს მთელ სხეულზე, მცემდა წიხლებითა და მუშტებით, თმებით მათრევდა, სახეზე მაფურთხებდა და გახურებული რკინით დამიწვა სხეული"
გოგონამ ძლივს დააღწია თავი ამ საშინელებას სამართალდამცავთა დახმარებით, თუმცა მისი განცხადებით იმ ტერიტორიაზე უამრავი მისნაირი გოგონა მუშაობს ძალდატანებითა და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ.მექსიკის ეს რაიონი სექსუალური ძალადობების ყველაზე მაღალი რეიტინგით გამოირჩევა და სპეციალურ ორგანოებს მიმართავს ამ ყველაფრის აღმოსაფხვრელად 256 3-ს მოსწონს
|