"ბიძინას ტაქტიკა გასაგებია. მას უნდა არა იმდენად ქოცების პროპაგანდირება და მათი კამპანია (ამაზე ფულს აღარ დახარჯავს - ენანება)"
ყველასთვის კარგად ნაცნობი და უამრავ სკანდალში გახვეული შალვა რამიშვილი კვლავ აქტუალური თემაა და მის მიმართ აღძრული საკითხი ტასო ბარნოვაზე სექსუალური ძალადობის შესახებ კვლავ არაა გარკვეული.ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში რამოდენიმე სტატუსს აქვეყნებს სადაც ჯერ ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს, შემდგომ კი მასზე არსებულ ბრალდებას ეხმაურება : "ბიძინას ტაქტიკა გასაგებია. მას უნდა არა იმდენად ქოცების პროპაგანდირება და მათი კამპანია (ამაზე ფულს აღარ დახარჯავს - ენანება), არამედ ეფად (შეძლებისდაგვარად სხვისი მაყუთით) პოლიტიკური სპექტრისგან აჯაბსანდლის მომზადება და დაბნეული ამომრჩევლისთვის შეთავაზება. მაგ. ვისაც ნაცები არ უნდა მარა ქოცები ეზიზღება აგერ გირჩი ან ვაშაძე ან რესპები უნდა მიირთვას. დასავლეთი "გვაპიდარასტებს" ტიპები ან ირმას, ან მრეწველებს, ან ფორუმს, ან მეჭოს ახალ პარტიას დააგემოვნებენ.
მოკლედ, სპექტრი იმდენად ჭრელი უნდა იყოს, რომ თავად არჩევნების იდეა გაბანძდეს და ხალხის უმრავლესობა "გლეხი კაცითვინ არავინ არაა" ან სახლში უნდა დარჩეს ან მომცრო პარტიუკების ამომრჩევლად უნდა გაიბნეს და ბარიერს მიღმა დარჩეს. ამ შემთხვევაში იმარჯვებენ ქოცები მხოლოდ!
სწორი ტაქტიკაა! ერთი სუსტი წერტილი აქვს - "პოხუისტების პარტია" რომ დააფუძნოს ვინმემ უეჭველი მოიგებს არჩევნებს.
მარა სადაა ასეთი ჭკვიანი კაცი?"
3 დღის შემდეგ კი კვლავ სტატუსს აქვეყნებს:
"თითქმის ორი თვე გავიდა რაც თათია სამხარაძემ ბრალი დამდო მასზე განხორციელებულ " სექსუალურ ძალადობა- შევიწროვებაში". ამ ბრალდებაში მას მხარი დაუჭირეს ფემინისტური ორგანიზაციის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა. მათი მხრიდან ისმოდა მუქარები, რომ ყველა ღონეს მიმართავდნენ და ჩემს მიერ სხვა შევიწროვებულებსაც წარმოადგენდნენ. ნინია კაკაბაძე ციხეში გასტუმრებასაც დამპირდა. მოკლედ ყოველივე დაემსგავსა აბობოქრებული ქალების ჯვაროსნულ ლაშქრობას. მათ მოტივაციაზე ქვემოთ ვისაუბრებ. ჯერ კი "ჯვაროსნებს" მივმართავ.
ჩემს მიერ "შევიწროვებულო" სამხარაძევ და მის ბედზე მოვიშვიშე ფემინისტებო. სადაა ეს დედარღნიანი სარჩელი? აქამდე ხომ უნდა შეგეტანათ საქალაქო სასამართლოში?! ჩანაწერის ავთენტურობაც დაგიდასტურეს, იურისტებიც გყავთ, "მსხვერპლიც" სახეზეა...რა "მოძალადის" რეალური დასჯა არ გინდათ?!
ალბათ ასეცაა, რადგან არც ჩანაწერიდან, არც მთლიანად ამ პროვოკაციის სხვა გარემოებებიდან არ იკვეთება არამცთუ ძალადობა - თქვენ წარმოიდგინეთ ეს ყბადაღებული "შევიწროვებაც" კი. უბრალოდ ფემინისტურ არასამთავრობოებს სჭირდებოდათ "შევიწროვებულის" ქეისი. ანუ უფროსის მიერ გამოვლენილი სექსუალური ძალადობის მსხვერპლის ამბავი. ეს ხომ ენჯეობის საქმიანობას ახალ "სტიმულს" შესძენდა. ჰოდა შეიკერა ეს "საქმეც". მაგრამ იმდენად თეთრი ძაფებით შეიკერა, რომ არანაირი, ხაზს ვუსვავ, არანაირი სასამართლო პერსპექტივა მას არა აქვს! თუ ეს ასე არაა მაშინ სადაა სარჩელი? რატომ არ დაწერეს 2 თვის განმავლობაში? ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურებას ელოდებოდნენ? პარალელურად ვერ დაწერდნენ თუ რა?!
რას ვაპირებ! ველოდები სამხარაძის სარჩელს (მე მგონი ამაოდ), ასევე სულ მალე ველოდები ჩემს მიერ ინიცირებული სისხლის სამართლის გამძიების დასრულებას (საკმაოდ ინტენსიურიად მიმდინარეობს სხვა თა შორის)) და ზოგადად ვაპირებ ვიმოქმედო სამართლებრივად და ყველა ვამხილო ჩემს წინააღმდეგ განხორციელებულ პროვოკაციაში. ამასთან, ეს ყველა არის, როგორც ყველაფერზე წამსვლელი გოგონა - ასევე მსხვილი ბიზნესმენი, რომელიც პოლიტიკაში მოსვლაზე ოცნებობს."