x
image
მთვრალი12
„ბეწვის ხიდზე გავდივარ... ენერგია აღარ მაქვს, თავი მისკდება...“

image

მას შემდეგ, რაც ეკონომისტმა გია მაისაშვილმა სტამბოლში სიმსივნის დასამარცხებელი ურთულესი ოპერაცია გაიკეთა, მისი ჯამრთელობა მკვეთრად გაუმჯობესდა და ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც დაწერა.მისი თქმით გამოჯამრთელებისთვის დაწყებული აქვს 40 დღიანი შიმშილობა დამთავრებამდე მხოლოდ 11 დღე რჩება.მისი ჯამრთელობის შესახებ მისივე სტატუსიდან შეიტყობთ :


„საკუთარი განსაცდელით მატრაკვეცობა არ მსურდა და არ ვწერდი არაფერს, მაგრამ ამდენი სიყვარულისა და მოკითხვის ფონზე უმადურობა არ მსურს და გადავწყვიტე გაგიზიაროთ ის რასაც განვიცდი. 11 დღეღა დარჩა მძიმე შიმშილობის ბოლომდე მისაყვანად. გამარჯვების დღე 31 მაისია. რესურსი თითქმის სრულიად გამოიცალა, მხოლოდ სულიერი ენერგიის ამარაღა ვარ. სრული მობილიზება მჭირდება ამ პოსტის დასაწერად, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს გაზიარების.
გულის რევის ზღვარზე ვარ გამუდმებით, ენერგია აღარ მაქვს, თავი მისკდება, შინაგანი ბრძოლაა, გაუძლებს ორგანიზმი ამდენს? მეყოფა ძალა? შესაძლებელს დასძლევს სხეული და სული, მაგრამ განა შეუძლებელი შესაძლებელია?! მე კი სწორედ მას ვესწრაფვი, მისი სასოება მაქვს. მადლიერებისა და სიყვარულის განცდა მომიმძლავრდა ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანებისადმი. ბედის სასწორზე, ბეწვის ხიდზე გავდივარ, ყველაფერი შესაძლებელია, შემოქმედის ხელშია ყველაფერი. მეორე ადამიანი არ ვიცი ასე გაცემა, დაცლა და მსახურება რომ უნდოდეს და ამის იმედი მაქვს. ამ დროს არ წაგიყვანს იმ ქვეყნად ასე დაუცლელს. ეს რაც მე მაქვს ხომ ჩემი არ არის „მე არ მეკუთვნის, მისი მოცემულია და მის სადიდებლად მსურს მისი გაცემა, გაზიარება. მენანება მისი არ გამოყენება, არ დახარჯვა. შენ მომეცი და შენვე იმსახურე, არაფრის არ მეშინია, მზად ვარ ყველაფრისთვის. სავსე ვარ კვალავაც იმედითა და სასოებით, გეგმებით. 31 მაისია გამარჯვების დღე, სული უკან არ იხევს, ბოლომდე მიყვანა გადაუწყვეტია. ეგ არის მხოლოდ სხეული გაუძლებს თუ ვერა? როგორ ძალიან მსურს საზოგადოებას დავუბრუნდე, მჯერა სიყვარულმა უნდა გაიმარჯვოს. აბა 31 მაისამდე გამარჯვებით ჩემო კარგებო.
თქვენი გია მაისაშვილი“image

0
95
5-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0