კინო ჰოლივუდში აპირებენ გადაიღონ ფილმი საბჭოთა საკულტო თამაშის " ტეტრისის" მიხედვით 2016, 20 მაისი, 18:24 ![]() Tetris The Movie იქნება ტრილოგიის პირველი ნაწილი.ფილმში ითამაშებენ ამერიკელი და ჩინელი მსახიობები, რომელთა გვარებიც ჯერ არ ხმაურდება. პირველად "ტეტრისის" ეკრანიზაციის შესახებ ჯერ კიდევ 2014 წელს განაცხადა პროდიუსერმა ლოურენს კასანოფმა, მისი თქმით აპირებს გადაიღოს სამეცნიერო-ფანტასტიკური ტრილერი, ეს არ იქნება ციდან ჩამოცვენილი გეომეტრიული ფიგურები, არამედ "დიდი ეპიკური კინო". ამერიკულმა სტუდია Threshold Entertainment, -მა, რომელმაც მიიღო ფილმის გადაღების უფლება თამაშის მიხედვით, გააფორმა ხელშეკრულება ჩინელ პარტნიორებთან.ფილმის ერთ-ერთი მთავარი სპონსორი იქნება ჩინელი მილიარდელი ბრუნო ვუ. ზოგიერთ ფანატს არ სჯერა, რომ მსგავსი ფილმი ოდესმე ეკრანებზე გამოვა, თუმცა ბევრ მიაჩნია, რომ იდეა კარგია და ყველაფერი გამოვა. ![]() "ტეტრისი" შექმნა საბჭოთა პროგრამისტმა ალექსეი პოჟიტნოვმა 1984 წელს კომპიუტერ "Электроника-60"ზე. დღესდღეობით ეს თამაში 500 მილიონჯერ არის გადმოქაჩული სმატრფონებზე და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თამაშად მსოფლიოში. ![]() 17 9-ს მოსწონს 1-ს არა
|