ისტორია ნაცისტების საიდუმლო "ბოროტების ბანაკი" გაიშიფრა! 2016, 18 მაისი, 10:19 მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როგორც საბჭოთა კავშირს, ასევე ფაშისტურ
გერმანიასაც რამოდენიმე საიდუმლო ბუნკერი გააჩნდა. ადოლფ ჰიტლერის ერთ-ერთ
საუკეთესო მეგობარმა პოლონეთში საიდუმლო ბუნკერის გაშიფვრა მოახერხა, რომელიც
კათოლიკური ეკლესიის ქვემოთ 10 მეტრში მდებარეობს.
![]() საიდუმლო თავშესაფარი 70 წლის მანძილზე იძებნებოდა. ამ ადგილს აკონტროლებდა ცნობილი ფრიც ბრახტი, რომელმაც ოსვენციმის ბანაკში გაგაზავნილი ათასობით იუდეველის დახოცვის ბრძანება გასცა. ![]() ნაცისტური ლიდერის, ადოლფ ჰიტლერის ერთ-ერთი საუკეთესო დამხმარე იყო ფრიც ბრახტი. ის დავალებულ დავალებებს საუკეთესოდ ასრულებდა. ჰიტლერმა მის დასაცავად სპეციალური მიწისქვეშა თავშესაფარი ააშენებინა, რომლის ჭერის სიგანე 1 მეტრს აღემატებოდა და 200-ზე მეტ ადამიანს იტევდა. თავდაპირველად ბრახტი ჰიტლერის მებაღე იყო, შემდეგში როგორც იცით მან მოახერხა "ოსვენციმის მხეცის" სახელწოდების მიღებაც. ![]() სამეთაურო ცენტრის ბანაკს "ბოროტების ბანაკს" უწოდებდნენ. 1944 წელს ერთ-ერთ გერმანულმა გამოცემამ ბანაკის შესახებ გაზეთშიც დაბეჭდა. ![]() ამ ყველაფრისდა მიუხედავად, არავინ იცოდა კონკრეტულად სად მდებარეობდა "ბოროტების ბანაკი"! წლების მანძილზე იძებნებოდა, თუმცა უშედეგოდ... ჟურნალისტმა ტამზ ბოროვსკამ და სილეზიის უნივერსიტეტის ომის ექსპერტმა, მიროსლავ ვეცკიმ მოახერხეს საიდუმლო ბანაკის გაშიფვრა. ![]() ჟურნალისტმა ბოროვსკამ პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ კატოვიცეში აღმოაჩინა ბრახტის თავშესაფარი. მან თავის ფოტოაპარატით მთელ მსოფლიოს გაუზიარა საიდუმლო ბუნკერის ფოტოები... ![]() როგორც ცნობილია, მაგ პერიოდის ყველა მღვდელი სიკვდილით დასაჯეს ან სასიკვდილოდ აწამეს... ![]() კიდევ ერთი ისტორიული აღმოჩენა, 70 წლის შემდეგ! ნაცისტური გერმანიის ერთ-ერთი უძლიერესი ჯავშანტექნიკა, რომელიც II მსოფლიო ომის პერიოდში გამოიყენებოდა, შემთხვევით აღმოაჩინეს პოლონეთში, მდინარე პლიცაზე. ![]() მართალია, მას შემდეგ 70 წელი გავიდა, მაგრამ მძიმე ტექნიკა კვლავ შესაშურად გამოიყურება... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1508 11-ს მოსწონს
|