სხვა ციხეში ნარკოტიკები პატიმრებს დრონით მიაწოდეს(ვიდეო) 2016, 17 მაისი, 20:03 ლონდონის ერთ-ერთ ციხეში პატიმრების გამჭრიახობამ უახლეს ტექნოლოგიამდე მიიყვანა.
ციხესთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ ღამით დააფიქსირა ფანჯრებთან მოლივლივე რადიომართვადი მფრინავი აპარატი, ეგრედ წოდებული დრონი, რის საშუალებითაც პატიმრებმა ნარკოტიკები და მობილური ტელეფონები მიიღეს. ბოროტმოქმედებმა დრონს პატარა ტომარა მიაბეს და ციხის ერთ ერთ-ფანჯარასთან მიმართეს. მოგვიანებით დაცვამ ჩხრეკის შედეგად ამოიღო აკრძალული ნივთები. ინგლისის და უელსის პოლიცია იტყობინება, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა ციხეში აკრძალული ნივთების დინებამ, მათ შორის დანებმა და ნარკოტიკულმა საშუალებებმა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც პატიმრები რადიომართვად მფრინავ აპარატებს იყენებენ. მაგალითად, იგივე ბრიტანეთში 2009 წელს ციხის მახლობლად აღმოაჩინეს რადიომართვადი ვერტმფრენი.2011 წელს ტულაში(რუსეთი)პოლიცელებმა ამოიღეს 5 გრამი ჰეროინი, რომლის გადაგზავნასაც ბრალდებულები საგამომძიებლო იზოლატორში დრონით აპირებდნენ. 2013 წელს კვებეკის ციხეში(კანადა) არაერთხელ დაფიქსირდა დრონით ტვირთის შეწოდება. 340 5-ს მოსწონს 1-ს არა
|