მუსიკა "ვისაც ეგ სიტყვა არ გითქვამთ და მე მასწავლით ზრდილობას, გისურვებთ რომ ჩემსავით გაგისივდეთ..."-როგორ ებრძვის მაიკო კაჭკაჭიშვილი გაბოროტებუ ხალხს. 2016, 17 მაისი, 14:46 ![]() კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილის და მომღერალ ლევან ლაზარიშვილის შვილი, 12 წლის დათუნა ლაზარიშვილი მუსიკალური ტელეშოუს "იქს ფაქტორის" კონკურსში წარმატებით მიიწევს წინ. მას მართლაც რომ ძლიერი ხმაა აქვს და ამასთან ერთად ძალიან თავმდაბალი და საყვარელი ბავშვია. მისი მენტორი მომღერალი სოფო ნიჟარაძეა. საზოგადოების რაღაც ნაწილი ყოველთვის უარყოფითად არის დამოკიდებული ცნობილი მშობლების შვილების მიმართ და კომენტარებშიც ავლენენ თავიანთ ღვარძლს და ბოღმას. პატარა დათუნას პროექტში დარჩენასთან დაკავშირებითაც უკვე გაისმა უარყოფითი კომენტარები და მის წარმატებას მუსიკოს და კომპოზიტორ დედას უკავშირებენ. რა გასაკვირია, რომ მაიკო კაჭკაჭიშვილი გააღიზიანა შვილის მიმართ წამოსულმა უარყოფითმა რეაქციამ და კომენტარებმა და იგი იძულებული შეიქმნა, რომ ყველასთვის საკადრისი პასუხები გაეცა. "ხალხნო მომიტევეთ, ზუსტად ვიცი რომ, არ უნდა ავყვე გაბოროტებულ ხალხს. ჩემს თავზე რომ რაიმე უარყოფითს ვკითხულომ მეცინება და ეგრევე მავიწყდება, მაგრამ აი შვილზე ვეღარ გავქაჩე... ვყვები ამ მოცლილებს და ფაქტიურად მეც მათნაირი გამოვდივარ... ნუ ვისაც შვილი გყავთ გაიგებთ ჩემს რეაქციებს და არ შემრაცხავთ ქაჯეთის დედოფლად იმედი მაქვს... ვერ ვიკავებ თავს, ნუ ვერ..." ![]() ![]() მაგრამ ნუ რა აზრი აქვს სქელი ექნებათ თუ თხელი?" ![]() ![]() ![]() 715 5-ს მოსწონს
|