სხვა როგორ გამოიყურება უცნობი ჯარისკაცის საფლავი სხვადასხვა ქვეყნებში 2016, 16 მაისი, 12:52 XX საუკუნეში, სისხლისმღვრელი პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მსოფლიოში ჩამოყალიბდა უცნობი ჯარისკაცის ძეგლის დადგმის ტრადიცია. რაც ბრძოლებში დაღუპული და არაიდენტიფიცირებული ჯარისკაცების მიმართ ქვეყნის მხრიდან მადლიერებისა და მარადიული ხსოვნის გამოხატვის სიმბოლოა. უცნობი ჯარისკაცის პირველი მემორიალი გაჩნდა ლონდონში 1920 წელს. ჩვეულებრივ, ასეთი ძეგლები იდგმება იმ ჯარისკაცის საფლავზე, რომლის ნეშტის ამოცნობა და პირადობის დადგენა ვერ ხერხდება. წარმოგიდგენთ სხვადასხვა ქვეყებში არსებულ უცნობი ჯარისკაცის საფლავებს. თურქეთი აღმართულია პირველ მსოფლიო ომში, დარდანელის ოპერაციის დროს, ჩანაკალეს ფრონტის უცნობი წამებულების პატივსაცემად. მემორიალი გაიხსნა 1960 წლის 20 აგვისტოს. ბულგარეთი უცნობი ჯარისკაცის მემორიალი (Паметник на Незнайния воин) სოფიაში. ესპანეთი, მადრიდი. აგებულია 1840 წელს, პირველ მსოფლიო ომში დაღუპული ამოუცნობი მებრძოლების საძმო საფლავზე. საბერძნეთი, კონსტიტუციის მოედანი, ათენი. ფინეთი. ჰიეტანიემის სამხედრო სასაფლაო, ჰელსინკი. იაპონია. მსოფლიოს კოშკი. აგებული 1970 წელს, ქ. ტონდაბაიასში იდეალური თავისუფალი ეკლესიის მიმდევრების მიერ. წარმოადგენს მშვიდობის სიმბოლოს მთელ მსოფლიოში; შიგნით დაკრძალულია სამხედრო მოქმედებების დროს დაღუპულთა ამოუცნობი ნეშტები, ეროვნების, რასისა და აღმსარებლობის მიუხედავად. დაღუპულთა ჩამონათვალი მუდმივად ახლდება. უცნობი ჯარისკაცის ვარსკვლავი მოგადიშოში, სომალი. რუმინეთი. უცნობი ჯარისკაცის საფლავი, კაროლ პარკი, ბუქარესტი. ეგვიპტე. ქაირო: შეიცავს პრეზიდენ ანვარ სადატას საფლავსაც. რუსეთი. უცნობი ჯარისკაცის საფლავი, ალექსანდროვსკის ბაღი, მოსკოვი. სერბეთი. უცნობი გმირის ძეგლი (1938 წლიდან), ავალას გორაკი, ბელგრადი. ესტონეთი. "ბრინჯაოს ჯარისკაცი", სამხედრო სასაფლაო, ტალინი. უცნობი ჯარისკაცის საფლავი. კარაბობო, ვენესუელა. კანადა, უცნობი ჯარისკაცის საფლავი, კონფედერაციის მოეადანი, ოტავა. ინდონეზია. "ღირსების ველი", ბანდუნგი. უცნობი ჯარისკაცის მემორიალი, გვერდით - უცნობი მეზღვაურის საფლავი — Kembang Kuning-ის სამხედრო სასაფლაოზე სურაბაიეში. ბელგია. კონგრესის კოლონა, ბრიუსელი: უცნობი ჯარისკაცის საფლავი მდებარეობს კოლონის საძირკველში. სირია. უცნობი ჯარისკაცის საფლავი, დამასკო. უნგრეთი. გმირების მოედანი, ბუდაპეშტი. უკრაინა. მარადიული დიდების პარკი, კიევი. ჩეხეთი ეროვნული მემორიალი ჟიჟკოვოს გორაზე, პრაღა. არგენტინა, კათედრალური ტაძარი, ბუენოს-აირესი: დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული უცნობი ჯარისკაცის საფლავი. ისრაელი. "ომში დაკარგულთა ბაღი", ჰერცლის გორა, იერუსალიმი. გმირთა მემორიალი. ზიმბაბვე, ჰარარე. გერმანია. უნტერ-დენლინდენი, ბერლინი. ბრაზილია. მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ეროვნული მონუმენტი, რიო-დე-ჟანეირო. ლიტვა, კაუნასი, Vienybes-ს მოედანი. Nezinomas kareivis-ის საფლავი, სადაც დაკრძალულია 1919 წელს ლიტვის დამოუკიდებლობისათვის მრძოლაში დაღუპული უცნოი ჯარისკაცი. პოლონეთი. უცნობი ჯარისკაცის საფლავი, მარშალ პილსუდსკის მოედანი, ვარშავა. პორტუგალია. უცნობი ჯარისკაცის საფლავი, ბატალიის მონასტერი. იტალია. Milite Ignoto-ს საფლავი ვიტორიანო-ს კომპლექსის შემადგენლობაში. რომი, ვენეციის მოედანი. "უცნობთა საფლავი", არლინგტონის ეროვნული სასაფლაო, ვირჯინია, აშშ. საფრანგეთი. ტრიმფალური თაღი, პარიზი. დიდი ბრიტანეთი. "უცნობი მებრძოლი", ვესტმინსტერის სააბატო, ლონდონი. ინდოეთი. "Amar Jawan Jyoti (უკვდავი მერძოლის ცეცხლი)", ინდოეთის კარიბჭე, ნიუ-დელი. ავსტრალია. ავსტრალიის სამხედრო მემორიალი, კანბერა. თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ძეგლი, კუალა ლუმპური, მალაიზია. ავსტრია. Heldenplatz (გმირთა მოედანი), ვენა. პერუ. Plaza Bolivar (ბოლივარის მოედანი), ლიმა: დაკრძალულია 1881 წელს, წყნარი ოკეანის მეორე ომის დროს დაღუპული უცნობი ჯარისკაცი. საქართველო. თბილისი, უცნობბი ჯარისკაცის საფლავი ვაკის პარკში. 404 6-ს მოსწონს
|