სხვა «სელფი» ფსიქიკურ აშლილობად გამოცხადდა 2016, 18 მაისი, 11:22
ამერიკის ფსიქიატრიულმა ასოციაციამ (American Psychiatric Association, APA) ოფიციალურად დაადასტურა ის, რასაც ბევრი თავადაც ხვდებოდა: საკუთარი თავის ფოტოგრაფირება ე. წ. «სელფი» – ფსიქიკური აშლილობა არის. აშლილობის ამ სახეობას «სელფიტისი» (selfitis) ჰქვია და განისაზღვრება, როგორც, საკუთარი თავისთვის ფოტოს გადაღების ობსესურ-კომპულსიური ანუ აკვიატებული სურვილი. ამ სახის აშლილობის სამი საფეხური არსებობს: I. სასაზღვრო სელფიტისი: საკუთარ თავს სურათს დღეში მინიმუმ 3-ჯერ უღებს, მაგრამ მას სოციალურ ქსელებში არ აქვეყნებს; II. მწვავე სელფიტისი: საკუთარ თავს სურათს დღეში მინიმუმ 3-ჯერ უღებს და თითოეულ მათგანს სოციალურ ქსელებში ანთავსებს;
ქრონიკული სელფიტისი უმძიმესი დაავადებაა, რომელმაც შესაძლებელია, ადამიანი სუიციდამდე მიიყვანოს. მსგავსი ისტორია ნიუკასლში მოხვდა. 18 წლის დენი ბოუმენი, ყოველდღე, 10 საათის მანძილზე, 200-მდე სელფს იღებდა, მაგრამ მისთვის მოსაწონი სელფის გადაღება ვერ შეძლო. როგორც გაზეთი The Dally Mirror-ი იუწყება, მოზარდი 6 თვის მანძილზე, სახლიდან თითქმის არ გამოდიოდა, არ დადიოდა სკოლაში. როდესაც მშობლები მისთვის ჭკვის დარიგებას ცდილობდნენ, აგრესიას ავლენდა. ბოლოს, მოზარდს ნერვული შეტევა დაემართა და თავის მოკვლა სცადა დიდი რაოდენობის წამლის აბების მიღებით. საბედნიეროდ, დედამ დროზე მიუსწრო და გადაარჩინა. დღეს დენი სხვა მოზარდებს ესაუბრება სელფის მავნებლობის შესახებ: «მე გამუდმებით ვცდილობდი იდეალური სელფის გადაღებას და როდესაც მივხვდი, რომ არაფერი გამომდიოდა, თავის მოკვლა გადავწყვიტე. მე დავკარგე მეგობრები, განათლება და ჯანმრთელობა» – ამბობს ის. 509 10-ს მოსწონს
|