x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135664
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
"17 მაისს თქვენს განკარგულებაში ვარ, გამომიძახეთ!"-როგორ აპირებს გაჭირვებულების დახმარებას ოთო ნემსაძე.

image

ოთო ნემსაძე საზოგადოებამ პოპულარული მუსიკალური ტელეშოუს "ჯეოსტარის" საშუალებით გაიცნო. მას ამ პროექტმა გამარჯვება და პოპულარობა მოუტანა. ამის შემდეგ მან კიდევ უამრავ პროექტში მიიღო მონაწილეობა. იყო უკრაინული "ახალი ხმის" ფინალისტი, მუსიკალური ტელეპროექტის "ბრავოს" გამარჯვებული და ტელეშოუ "ერთი ერთშის" კონკურსანტი.

მომღერალი ცოლს დაშორებულია. წყვილის ქორწინებამ ერთი წელიც კი ვერ გასტანა.
ოთო ნემსაძის მეუღლე თამთა კუპრავა იყო, რომლესაც განათლება ამერიკაში აქვს მიღებული და მეუღლესთან დაშორების შემდეგ ისევ ამერიკას მიაშურა. მათ ერთმანეთი "ფეისბუქით" გაიცნეს, შეუყვარდათ და იქორწინეს. მაგრამ რამდენიმეთვიანი თანაცხოვრების შემდეგ მათი ოჯახი დაიშალა. ოთო ნემსაძე ძალიან განიცდიდა მეუღლესთან დაშორებას, თუმცა დაშორების მიზეზებზე არ საუბრობდა. მხოლოდ რამდენიმე თვე იდარდა ოთომ და ახალი რჩეულიც წარუდგინა მეგობრებს. მისი შეყვარებული მსახიობი სოფო მეძმარიაშვილია.image

ოთო ნემსაძე სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა, მაგრამ მას ძალიან საინტერესო იდეა დაებადა და გადაწყვიტა ყველასთვის გაეზიარებინა. გაჭირვებულების დასახმარებლად მომღერალმა ასთი მეთოდი შესთავაზა საზოგადოებას:


"დროებით შემოგიერთდით, თქვენი თანადგომა მჭირდება. აქ ერთ კარგ იდეას წავაწყდი... ადრე, ადამიანები ტაქსაობდნენ და მერე ამ ფულით გაჭირვებულებს ეხმარებოდნენ, ხოდა მეც გადავწყვიტე ტაქსაობა, იმედია ბევრი კლიენტი მეყოლება, ბევრ ფოტოებსაც გადავიღებთ და ძალიან ბევრ ადამიანსაც გავახარებთ.
17 მაისს სამშაბათს დილის 09:00-დან საღამომდე თქვენს განკაგულებაში ვარ, გამომიძახეთ, როგორც კომენტარებით ასევე ნომრით, რომელსაც სამშაბათსვე მივუთითებ, გააზიარეთ და მეგობრებსაც უთხარით იქნებ ბევრს დასჭირდეს ტაქსი...
მადლობა თქვენ, მუდამ თქვენი ოთარა..."image

0
729
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
729
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0