სხვა სასექტემბრო სტუდენტური, მუსიკალური ზეიმი ხობში 2016, 15 მაისი, 0:49 ![]() ![]() საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ხობი" ახალ ინიციატივას გვთავაზობს - ხობის ფესტივალებს შორის ჩატარდეს სტუდენტური ფესტივალები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, დოქტორანტები და ახალგაზრდა პედაგოგები. აღნიშნული სტუდენტური ფესტივალის იდეა ეკუთვნიას საქართველოს თეატრისა და კინოს ასოცირებულ პროფესორ ნინო სიხარულიძეს და ახალგაზრდების ჯგუფს. ![]() ფესტივალის ორგანიზატორები არიან საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ხობი", მისი პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი გოდერძი ბუკია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და სტუდენტური თვითმმართველობები. ფესტივალის მასპინძელია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია და ხობის მუნიციპალიტეტი. ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფში წარმოდგენილი იქნება სტუდენტთა შემოქმედებითი კოლექტივების წარმომადგენლები. ახალგაზრდების პროფესიული განვითარების მიზანი კი, ფესტივალის შემოქმედებითი მხარე - სიმბოლიკის შექმნა, მხატვრული გაფორმება, რეჟისურა, საფესტივალო ალბომი და სხვა მიმართულებები, მთლიანად უზრუნველყოფილი იქნება თბილისის სამხატვრო აკადემიის, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის და სხვა უნივერსიტეტების სტუდენტთა მიერ. სტუდენტური ფესტივალის მონაწილე უმაღლესი სასწავლებლებისა და შემოქმედებითი ჯგუფების ცნობადობის ამაღლებისთვის გამოიცემა სპეციალური ალბომი. სტუდენტური ფესტივალი იქნება ორდღიანი (2016 წლის 23-25 სექტემბერი). ახალგაზრდები იცხოვრებენ ოჯახებში, გაეცნობიან ამ კუთხის წეს-ჩვეულებებს, ტრადიციებს, დაათვალიერებენ ღირსშესანიშნაობებს, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს ექნებათ ერთმანეთის გაცნობის, გამოცდილების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობა, რაც კიდევ უფრო გაალამაზებს მათ სტუდენტურ ცხოვრებას. ![]() ![]() ![]() 37 1-ს მოსწონს
|