x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
პლანეტის აკრძალული ადგილები

თითქოს, თავისუფალ სამყაროში ვცხოვრობთ და შეგვიძლია ნებისმიერ ადგილზე გავემგზავროთ. მაგრამ, დედამიწაზე არსებობს ადგილები, სადაც ტურისტებისთვის ჩასვლა ოფიციალურად აკრძალული არის.


კუნძყლი სურტსეი (ისლანდია)

აკრძალვის მიზეზი: სამეცნიერო ექსპერიმენტები


image
1963 წელს ისლანდიის მახლობლად, წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევა მოხდა და მოკლე დროში, კუნძული წარმოიქმნა, რომლის ფართობი 2, 7 კვ. კმ. არის. მან მაშინვე მიიპყრო სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა ყურადღება, რადგან ის არის დედამიწაზე ხმელეთის აღმოცენების და მასზე სიცოცხლის ჩასახვის ვიზუალური მოდელი. კუნძულს სახელი მითიური გმირის – სურტას (ცეცხლოვანი გოლიათების მმართველი), საპატივცემულოდ დაარქვეს. ის მხოლოდ სამეცნიერო მიზნებისთვის გამოიყენება და ტურისტებისთვის დახურულ ზონას წარმოადგენს.



კუნძული ქეიმანდა-გრანდი (ბრაზილია)

აკრძალვის მიზეზი: ძალიან ბევრი შხამიანი გველია


image
ეს კუნძული ბრაზილიის ნაპირებიდან 35 კილომეტრით არის დაშორებული და მხოლოდ გარეგნულად გავს სამოთხეს და მასზე ვიზიტი, შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს ადამიანისთვის, რადგან ხმელეთის ეს პატარა ნაგლეჯი სავსეა შხამიანი გველებით. 0, 43 კვ. კმ. ფართობზე, დაახლოებით, 4 000 გველი ცხოვრობს. ყველაზე საშიში მათ შორის კუნძულის ბოტროპსი არის. მისი შხამი 5-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე გველისებრთა ოჯახის სხვა წარმომადგენლების შხამი — კბენის შემთხვევაში, ის მომენტალურად კლავს ადამიანს. ამიტომ, ბრაზილიის ხელისუბლებამ ქეიმანდა-გრანდზე (გველების კუნძული) ჩასვლა ოფიციალურად აკრძალა.




კუნძული ჩრდილოეთ სენტინელი (ანდამანის კუნძულები)

აკრძალვის მიზეზი: აგრესიული აბორიგენები


image


ანდამანის ერთ-ერთ კუნძულზე, ბენგალის ყურეში, სენტინელების ველური ტომი ცხოვრობს: კუნძულის აბორიგენები თავს არიდებენ ცივილიზაციასთან ნებისმიერ კონტაქტს და სასტიკად ეწინააღმდეგებიან კუნძულზე შეჭრის ნებისმიერ მცდელობას. მეცნიერების ვარაუდით, ამ ტომმა იზოლაციაში 60 000 წელი გაატარა და მათთვის დრო ქვის ხანაში გაჩერდა. ეს ადამიანები აქტიურად იცავენ თავიაანთ ტერიტორიას. მაგალითად, 2004 წელს მათ ისრები დაუშინეს ინდოეთის ხელისუფლების ვერტმფრენს, რომელიც ცუნამის შემდეგ, კუნძულის მდგომარეობის შესაფასებლად ჩავიდა. კუნძულის აბორიგენების ბოლო მსხვერპლი, დაკარგული მეთევზეები იყვნენ: მათი მკვლელობის შემდეგ, ინდოეთის ხელისუფლებამ თანამემამულეებს მოუწოდა, რომ თავი შორს დაეჭირათ სენტინელებისა და მათი მიწებისგან.

image

imageimage

ისეს ტაძარი იაპონიაში

აკრძალვის მიზეზი: შიგნით მხოლოდ რჩეულებს უშვებენ


image
იაპონიაში ყველაზე წმინდა სალოცავი ისე-ძინგუს ტაძრის კომპლექსი არის. ძირითად ტაძარს მაღალი ხის ღობე არტყავს და შიგნით შესვლა მხოლოდ ტაძრის მთავარ ქურუმებს და იმპერატორის ოჯახის წევრებს შეუძლიათ.
1945 წლამდე, ისე უფრო მეტად იყო იზოლირებული. ის გარე სამყაროსგან, მდინარე მიაგავით იყო გამოყოფილი, რომელიც წმინდა მიწის, წმინდა საზღვრის სიმბოლოდ ითვლებოდა. ნეგებს და გონეგებს (ბერები შინტოიზმში) კატეგორიულად ეკრძალებოდათ მდინარის გადალახვა, რადგან ითვლებოდა, რომ ეს კერპის სიწმინდეს დაარღვევდა და უბედურებას მოუტანდა იაპონიას.

imageimage


კუნძული გრიუინარდი (შოტლანდია)

აკრძალვის მიზეზი: ბიოლოგიური იარაღის პოლიგონი


image
1942 ბრიტანეთის ხელისუფლებამ, ბიოლოგიური იარაღის გამოსაცდელად, გამოისყიდა შოტლანდიის კუნძული გრიუინარდი და მასზე ციმბირული წყლული გამოსცადა. ექსპერიმენტის მსვლელობის დროს, დადგინდა, რომ ციმბირული წყლული დიდი ხნის მანძილზე აბინძურებს ტერიტორიას და მოსახლეობის დაავადების შემთხვევაში, გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობდა. 80-იან წლებამდე, კუნძული ყველაზე საშიშ ადგილად ითვლებოდა დედამიწაზე. მეცნიერებმა, მხოლოდ 1986 წლიდან დაიწყეს კუნძულის «დასუფთავება» და 1990 წელს ის უსაფრთხო ზონად გამოაცხადეს, მაგრამ მასზე დასახლების სურვილი არავის გასჩენია. საქმე იმაშია, რომ ციმბირული წყლულის სპორები კუნძულის ნიადაგში არის დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ასობით წლის მანძილზე, გამოყენებისთვის უვარგისი იქნება (ამ დაავადების სპოი ყინვაგამძლეა და მხოლოდ მაღალ ტემპერატურაზე – +75 - + 80°С იღუპება).

11
3382
14-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3382
  
2016, 13 ივნისი, 14:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ნიინიია-ის კომენტარზე
2016, 13 ივნისი, 13:18
და საცოდავი აბორიგენები რომ არ ამოხოცონ ვერ ეტევიან დედამიწაზე ისე? :D
2016, 13 ივნისი, 8:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი პლატონ ჭიაბრიშვილი-ის კომენტარზე
2016, 12 ივნისი, 21:26
ისინი არიან განუვითარებელნი და ცხოველის დონეზე დასულნი. თანამედროვე ადამიანმა არ უნდა დაიმდაბლოს ასე თავი. თან კიდევ რაღა მაინც და მაინც იქ მიდიხარ, დაილია სხვა ადგილი დედამიწაზე?
2016, 12 ივნისი, 20:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი პლატონ ჭიაბრიშვილი-ის კომენტარზე
2016, 12 ივნისი, 20:44
მკვლელობის!
2016, 12 ივნისი, 16:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი პლატონ ჭიაბრიშვილი-ის კომენტარზე
2016, 12 ივნისი, 16:19
მერე ცოდვის არ გეშინია?
2016, 12 ივნისი, 15:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი პლატონ ჭიაბრიშვილი-ის კომენტარზე
2016, 11 ივნისი, 19:54
აბორიგენები ხომ საწყლები არიან. თანაც ეს მკვლელობაა. მკვლელობა მაშინაა გამართლებული, თუ ვინმე სამშობლოს გეცილება. იმ კუნძულზე, რომ ცხოვრობენ აბორიგენები, რა გაგიხდათ ის კუნძული, სხვა ადგილი ხომ არის დედამიწაზე, ყველა მშვენივრად ეტევა! სტატია კარგია!
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10