x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
სხეულის ენა, ანუ როგორ გამოვიცნოთ რას ფიქრობს ჩვენი პარტნიორი?

კომუნიკაციას სიტყვების გარეშე, ხმის ტონის, მანერების, გამომეტყველების, გარეგნობის, პოზის, ჩაცმისა და ურთიერთობისას დაკავებული მანძილის მეშვეობით, ყოველდღიურ ურთიერთობაში უდიდესი როლი ენიჭება.

image

სხეულის ენაში-არავერბალური კომუნიკაციაში გამოიყენება ნებისმიერი სიმბოლოები გარდა სიტყვებისა, თუმცა, ისინი სიტყვებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

image

არავერბალური კომუნიკაცია უფრო ადრეულია, ვიდრე ვერბალური; ადამიანები მეტყველების დაწყებადე ურთიერთობებისათვის არავერბალურ კომუნიკაციას იყენებდნენ.

image

კომუნიკაციისათვის საჭიროა ვიცნობდეთ სხეულის ენას, რათა წავიკითხოთ ჩვენი მოსაუბრის არავერბალური ინფორმაცია ანუ გვესმოდეს სხეულის ენა და ამით გავიგოთ მოსაუბრის მდგომარეობა.

image

არსებობს არავერბალური კომუნიკაციის რამოდენიმე ხერხი, რომლითაც შეგვიძლია გამოვიცნოთ პარტნიორის ემოციური მდგომარეობა:

დაცვისა და ჩაკეტილობის ჟესტები-პარტნიორი საფრთხეს გრძნობს, მუქარას ხედავს, ან არ არის თქვენთან გახსნილი; დამახასიათებელი მდგომარეობაა: გადაჯვარედინებული ხელები ან ფეხის ფეხზეგადადება.

image

ეჭვისა და დაურწმუნებლობის ჟესტები: მარჯვენა ხელით ბიბილოს, თმის ან კისრის უკანა ნაწილის მოქექვა; ცხვირთან შეხება, ან მსუბუქი მოფხანვა.

image

უყურადღებობის ჟესტები: ყურის მოფხანვა, კარისაკენ მიტრიალება, კალმის ნერვული კაკუნი, მზერის გადატანა სხვა რამეზე.

image

1
2104
7-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
2104
  
2020, 3 თებერვალი, 20:29
სულ ეგ არის?
0 1 1