სხვა დინოზავრები არ არსებობდნენ და დედამიწა ლავაშივით ბრტყელია: არგენტინამ რეალობის უარმყოფელთა სამიტს უმასპინძლა 14 მაისი, 15:52 ![]() სამიტის სათავეში იდგა კაცი, რომელსაც მრავლისმთქმელი გვარი და კიდევ უფრო მრავლისმთქმელი რიტორიკა ჰქონდა, ირუ ლანდუჩი. არგენტინელმა ირონიულად თქვა: „ეს მოძრაობა არ გაქრება“. ეროვნული მეცნიერების მუზეუმის წინ - იმავე მუზეუმის წინ, სადაც გადაშენებული ხვლიკების ნამარხები და მოდელებია გამოფენილი - ანტიმეცნიერული ფრონტის მებრძოლები შეიკრიბნენ. ჩონჩხების ფონზე, თეთრ დაფა ეჭირათ ხელში, რომელზეც ხელით ეწერა ღონისძიების სახელწოდება და თავდაჯერებულად აცხადებდნენ: "დინოზავრები არ არსებობდნენ და არც არასდროს იარსებებენ." ![]() ლანდუჩიმ სიხარულით ამცნო საზოგადოებას, რომ ღონისძიება „წარმატებული“ იყო, ხოლო მისი თანამებრძოლები დაფაზე ლოზუნგებს წერდნენ, რამაც გამვლელებში მცირედი დაბნეულობა გამოიწვია. წარწერები ისეთივე სანდო იყო, როგორც მაცნეების არგუმენტები: „მეცნიერები იტყუებიან“, „პალეონტოლოგია მხატვრული ლიტერატურაა“ და ჟანრის კლასიკა „დედამიწა ბრტყელია ლავაშივით“. ![]() შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში მთლად ასე არაა. მთელი ეს შეკრება მხოლოდ რაციონალურობით დაღლილთათვის განკუთვნილი წვეულება არ არის. ეს პანდემიის დროს დაწყებული ტენდენციის გაგრძელებაა: თავიდან კორონავირუსის არ სჯეროდათ, შემდეგ ვაქცინის, შემდეგ მთვარისა და მისი სტუმრების და ახლა საქმე დინოზავრებამდე მიდის. YouTube-ს ხსნი და აი, ისიც, ლანდუჩი, სახეზე ისეთი გამომეტყველებით ლაპარაკობს, თითქოს სამყაროს საშინელი საიდუმლო ახლახან გაამხილა: „დინოზავრები არ არსებობდნენ“. ამასობაში, პალეონტოლოგმა და ლა პლატას ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორმა, ანა ლოპესმა, შეგვახსენა, რომ სამეცნიერო ფაქტების უარყოფა სახიფათოა. ამბობენ, თუ დღეს ნამარხების არ გჯერა, ხვალ მოტეხილობების მკურნალობას ლოცვითა და თაფლით დაიწყებ. მან მკაცრად აღნიშნა: „ნამარხები მოსაზრება არ არის. ეს მტკიცებულებაა“. მაგრამ, როგორც ჩანს, შეთქმულების თეორიების საწინააღმდეგო არგუმენტები ქარიშხალში ქოლგასავით მუშაობს. 81 2-ს მოსწონს
|