ქალი და მამაკაცი ამერიკელმა ქალმა ქმარი ტანსაცმლის საკიდით სცემა იმიტომ,რომ საჩუქრები არ მოეწონა 2016, 14 მაისი, 11:10
პოლიციამ დააკავა ქალი ჰოლმს-ბიჩიდან, (შტატი ფლორიდა)რომელიც საკუთარი ქმრის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული.
ქმრის ცემის მოტივი გახდა "დედის დღეზე" მირთმეული(Mother’s Day-ძირითადად აღინიშნება მაისის თვის მეორე კვირა დღეს) დაწუნებული საჩუქრები.ყვავილებმა და ტკბილეულობამ ქალი წონასწორობიდან გამოიყვანა. როგორც სამართალდამცავები იუწყებიან, დანაშაული კვირა დილით მოხდა, როდესაც აშშ-ში "დედის დღეს" აღნიშნავენ.ქმარმა ცოლს ყვავილების თაიგული და კანფეტები მიართვა, თუმცა 42 წლის ვირჯინია სტიუარტმა(Virginia Stewart) დაიწუნა საჩუქრები და მას უვარგისი უწოდა..ამის შემდეგ ქალმა ჯერ მუშტები დაუშინა ქმარს, შემდეგ კი ტანსაცმლის საკიდი ჩასცხო თავში. ვირჯინია სტიუარტი პოლიციამ დააკავა, ციხეში ორდღიანი ყურყუტის შემდეგ ქალი 750$-ის გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლეს. 94 4-ს მოსწონს 1-ს არა
|