საბუნებისმეტყველო ცხრა ყველაზე თვალწარმტაცი გალაქტიკა ჩვენს სამყაროში 2016, 13 მაისი, 22:01 თითოეულ ჩვენგანს გარკვეული წარმოდგენა აქვს, თუ როგორ გამოიყურება გალაქტიკა. გალაქტიკა - ეს ვარსკვლავებისა და ვარსკვლავთა ჯგუფების, ვარსკვლავთშორისი აირისა და მტვრის, აგრეთვე შავი მატერიისაგან შედგენილი გრავიტაციული სისტემაა. ჩვენი სამყარო მილიარდობით გალაქტიკისაგან შედგება, რომელთაგან ზოგიერთი საოცრად ლამაზად და თვალწარმტაცად გამოიყურება.
მაშ ასე, თქვენს წინაშეა ცხრა ულამაზესი გალაქტიკა ჩვენს სამყაროში.
1. მორევი - ეს გალაქტიკა მეძებარი ძაღლების თანავარსკვლავედში მდებარეობს. ის დედამიწიდან 23 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული 2. გალაქტიკა NGC 4038, რომელიც ყვავის თანავარსკვლავედში მდებარეობს 3. გალაქტიკა IDCS 1426. ის დედამიწიდან 10 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული 4. გალაქტიკა MACS J0717 დედამიწიდან 4, 5 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული 5. გალაქტიკების ჯუფი MACS J0416, რომელიც მდებარეობს ერიდანის თანავარსკვლავედში და დედამიწიდან 4, 3 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული 6. ბოდეს გალაქტიკა, რომელიც დიდი დათვის თანავარსკვლავედში მდებარეობს და დედამიწიდან დაახლოებით 11, 7 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული 7. M 94 - მეძებარი ძაღლების თანავარსკვლავედში მდებარე სპირალური გალაქტიკა 8. NGC 5408 -ცენტავრის თანავარსკვლავედში მდებარე გალაქტიკა, დაშორებული დედამიწიდან 15 მილიონი სინათლის წლით 9. NGC 6744- გალაქტიკა, რომელიც ფარშევანგის თანავარსკვლავედში მდებარეობს და დედამიწიდან 4, 7 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული ცნობისათვის: სინათლის წელი-სიგრძის არასისტემური საზომი ერთეულია; ის ტოლია მანძილის, რომელსაც სინათლე ერთი წლის განმავლობაში გაივლის. შეგახსენებთ, რომ სინათლის სიჩქარეა 300 ათასი კილომეტრი წამში, რათა უფრო გარკვევით წარმოიდგინოთ, თუ რა უზარმაზარი მანძილით არიან ეს გალაქტიკები დაშორებული დედამიწას. 254 9-ს მოსწონს
|