სასარგებლო პროდუქტები რა განსხვავებაა ამ ორ მარწყვს შორის და რომელი უფრო სასარგებლოა? - ეს ბევრმა არ იცის! 2016, 13 მაისი, 14:27 გაზაფხულის დადგომა ბევრს სწორედ ამ უგემრიელესი კენკრის შემოსვლის გამო უხარია. მარწყვი უგემრიელესა თითქმის ყველა შესაძლო ფორმით: ცოცხლად, ჯემის, მურაბის, კომპოტის თუ ჩირის სახით, რომ აღარაფერი ვთქვათ დესერტებზე, რომლებშიც ეს კენკრა ნამდვილად განუმეორებელია. მარწყვს, ქალაქელების უმეტესობა ბაზარზე ან სუპერმარკეტებში იძენს. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთ დახლზე მოგრძო, კონუსისებრი, მოზრდილი მარწყვები გვხვდება, ზოგზე კი - მრგვალი და შედარებით პატარა ნაყოფი. დაფიქრებულხართ რა განსხვავებაა მათ შორის? საქმე ის არის, რომ ორივე მათგანი ვარდისებრთა ოჯახის ბალახოვანი მცენარეა, რომლის ლათინური სახელწოდებაა "Fragaria". მოზრდილი, კონუსისებრი ნაყოფი ახასიათებს ბაღის მარწყვს (Fragaria ananassa), რომელსაც ჩითილით ამრავლებენ მეურნეობებში. მრგვალი, წვრილი ნაყოფი კი აქვს ხენდროს (Fragaria moschata), იგივე ტყის მარწყვს ანუ მუშკის მარწყვს. მარწყვი, ისევე, როგორც ხენდრო, არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა: იგი შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, დიდი რაოდენობით C, E და B ჯგუფის ვიტამინებს, რკინას, მაგნიუმს, კალციუმს, თუთიას, ფოსფორს, ფოლიუმის მჟავას. აქედან გამომდინარე, გაზაფხულზე მარწყვი შესანიშნავი საშუალებაა ზამთრის შემდეგ ვიტამინებისა და მინერალების მარაგის შესავსებად. მარწყვი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, აქვს შარდმდენი ეფექტი, ანელებს დაბერების პროცესს, ეხმარება ორგანიზმს ნაწლავურ ინფექციებთან, გრიპის ვირუსთან ბრძოლაში. მარწყვი იცავს დეპრესიისგან, ამაღლებს განწყობილებას. გარდა ამისა, აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს. ამ კენკრით მკურნალობენ ანემიას, ჰიპერტენზიას, ათეროსკლეროზს. მარწყვი დიდი რაოდენობით შეიცავს ფიტონციდებს, რომლებსაც ბუნებრივ ატიბიოტიკებს უწოდებენ. მარწყვი წარმატებით გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც - მისი ნიღბები შესანიშნავი საშუალებაა კანის ელასტიკურობის შესანარჩუნებლად. თუმცა, გასათვალისიწნებელია, რომ მარწყვი ფრთხილად უნდა მიირთვან მგრძნობიარე და ალერგიულმა ადამიანებმა. ამას გარდა, მისი თესლი აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს, ამიტომ უნდა ერიდონ ისინიც, ვისაც კუჭის წყლული და გასტრიტი აწუხებს. რაც შეეხება ხენდროს, საბაღე პირობებში მოყვანილი მარწყვისგან განსხვავებით, ხალხურ მედიცინაში მის ფოთლებს, ყუნწებსა და ფესვებსაც იყენებენ, რომლებშიც გაცილებით მეტი სასარგებლო ნივთიერებებია, ვიდრე თავად ნაყოფში. ფოთლებს აგროვებენ მცენარის ყვავილობის პერიოდში და სიბნელეში ახმობენ. მათში შემავალი რკინა, თუთია, კობალტი, მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი და ფოსფორი, ფოთლების ნაყენს სამკურნალო თვისებებს სძენს. ის შესანიშნავი საშუალებაა გაციებისა და სიცხის დროს, აქვს გამწმენდი ეფექტი ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების შემთხვევაში. ფოთლების ნაყენს ახასიათებს ასევე სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედება და შაქრის დამწევი ეფექტი. გამოიყენება ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზისა და პოდაგრის დროსაც. გაითვალისიწნეთ: ბაღის მარწყვის ფოთლების, ფესვებისა თუ ყუნწების ამგვარად მოხმარება კატეგორიულად დაუშვებელია, რადგან შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს! 2209 9-ს მოსწონს
|