საზოგადოებრივი მეცნიერებმა დედოფალი კლეოპატრას გარდაცვალების საიდუმლო ამოხსნეს 2016, 9 ივლისი, 12:03
კლეოპატრას მარკუსთან სამი შვილი — ორი ვაჟი და ქალიშვილი შეეძინა. ბავშვებს მფლობელობაში, გულუხვი მშობლებისგან გადაეცათ მიწები, რომლებიც არა თუ მათი მმართველობის ქვეშ (ისინი მხოლოდ ნაწილობრივ აკონტროლებდნენ) არ იყო, არამედ, ოფიციალურად, რომს ეკუთვნოდა. ეს სიტუაცია, რბილად რომ ვთქვათ, რომის რესპუბლიკას არ მოეწონა და «ბედნიერი წყვილისკე» ლეგიონი დაიძრა ოქტავიანე ავგუსტუსის მეთაურობით. ყველა წერილობითი წყარო, კლეოპატრას შესახებ, მისი სიკვდილის შემდგომი პერიოდით არის დათარიღებული. ბუნებრივია, გამარჯვებული მხარის ისტორიკოსები ყველანაირად ეცდებოდნენ ეგვიპტის დედოფალი ამაზრზენი თვისებების ქალად წარმოეჩინათ, ხოლო მარკუს ანტონიუსი პატიოსან მეომრად, რომელიც საძულველმა ეგვიპტელმა აცდუნა. და იმ დროენდელი წყაროების მიხედვით, ძვ. წ. აღრ. 31 წელს, აქციუმთან საზღვაო ბრძოლაში მარცხის შემდეგ, კლეოპატრამ მიატოვა ჯარი და ინდოეთში გაქცევა გადაწყვიტა, ხოლო მარკუს ანტონიუსი მას დაედევნა. მათი გემი არაბებმა დაწვეს, როდესაც სუეციის ყელში მის გადაადგილებას ცდილობდნენ.
ალექსანდრიასთან რომაული ლეგიონის გამოჩენის შემდეგ, მარკუსი ბრძოლისთვის მოემზადა, ხოლო კლეოპატრა, სპეციალურად ამ შემთხვევისთვის გამზადებულ, ოთახში ჩაიკეტა, სადაც მის მფლობელობაში არსებული განძი და სწრაფად აალებადი ნივთიერება იყო მოთავსებული. ოთახში შესვლის წინ, მან დაიბარა, რომ თუ კომპრომისის მიღწევა არ მოხერხდებოდა, რომაელები საგანძურს ვერ მიიღებდნენ. ხოლო ბრძოლაში დამარცხებულ და სასახლეში დაბრუნებულ ანტონიუსს, მისივე ბრძანებუთ, ეგვიპტის დედოფლის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს. ეს უკანასკნელი მიხვდა, რომ მხარდაჭერის გარეშე დარჩა (ფორმალურად, მას ეგვიპტის სიმდიდრეზე არანაირი უფლება არ ჰქონდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ რომს, თავის გადასარჩენად, ვერაფერს შესთავაზებდა.) და საკუთარი ხმლით მოიკლა თავი. სასიკვდილოდ დაჭრილი მხედართმთავარი კლეოპატრასთან გადაიყვანეს და «მოსიყვარულე» გულების განშორების გულგამგმირავი სცენა სამუდამოდ დარჩა რომანტიკულ ნაწარმოებებში. მარკუს ანტონიუსის სიკვდილის შემდეგ, კლეოპატრა დაფიქრდა, განძის აღრიცხვის სია რომაელებს გადასცა და თავშესაფარი დატოვა. განძის ოთახიდან გამოსული კლეოპატრა ისევ შეყვარებული იყო. ამჯერად მისი რჩეული — ოქტავიანე ავგუსტუსი იყო. მაგრამ, ოქტავიანემ დედოფლის გრძნობა უპასუხოდ დატოვა. მან ეგვიპტეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი ჩამოართვა, ხოლო კლეოპატრა მის ეტლს უკან უნდა გაჰყოლოდა, როდესაც ის რომში ტრიუმფით შევიდოდა. პტოლემეოსთა დინასტიის შთამომავალი ასეთ დამცირებას, რა თქმა უნდა, ვერ აიტანდა და კლეოპატრა განძის ოთახში დაბრუნდა, სადაც მალევე გარდაიცვალა. დედოფლის გარდაცვალება, ისევე როგორც მისი ცხოვრება, ლეგენდებით არის გარემოცული. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, კლეოპატრამ ეგვიპტურ კობრას დააგესლინა თავი. სხვა ვერსიით, დედოფალს შხამი თმის სამაგრში ჰქონდა მოთავსებული და საჭირო დროს გამოიყენა კიდეც. ყოველივე ამის შემდეგ, შეფერი და მისი კოლეგები იმ დასკვნამდე მივიდნენ რომ ყველაზე ცნობილი ეგვიპტელის სიკვდილის მიზეზი გველის ნაკბენი არ უნდა ყოფილიყო. სავარაუდოდ, კლეოპატრა ოპიუმის, კონიოს და ტილჭირის სასიკვდილო კოქტეილის მიღებით გარდაიცვალა. «ასეთი მცენარეების ნაზავი, ადამიანის სიკვდილს რამდენიმე საათში იწვევს, ყოველგვარი ტანჯვის, ტკივილის და გარეგანი ცვლილებების გარეშე. დედოფალი კლეოპატრა ცნობილი იყო თავისი სილამაზით და ისეთს არაფერს გააკეთებდა, რომ მის სახეზე ტანჯვის კვალი აღბეჭდილიყო. მაგ., ისეთი, როგორსაც გველის კბენა იწვევს — ამტკიცებს კრისტოფ შეფერი. — დოკუმენტების თანახმად, კლეოპატრას სურვილი იყო, რომ სიკვდილის შემდეგაც ისეთივე ლამაზი ყოფილიყო, როგორიც სიცოცხლეში იყო». 2339 12-ს მოსწონს 1-ს არა
|