ყველა ჩვენგანმა იცის, რომ ის, რაც ფილმებში ხდება, ყოველთვის სიმართლე არ არის. თუმცა, ზოგიერთ მითს ფილმებიდან, ყველა შეცდომაში შეჰყავს, რადგან მისი გამეორება არაერთხელ ხდება.
აქ განვიხილავთ კინოს რამდენიმე ფსევდოფაქტს, რომელიც აქამდე სიმართლე გვეგონა.
მითი I. პოლიცია ზარის განხორციელების ადგილს 3 წუთში ადგენს
ფილმების მიხედვით, დამნაშავეს რაც შეიძლება დიდ ხანს უნდა აიძულო საუბარი, რომ პოლიციამ მისი ადგილ-მდებარეობა დაადგინოს – ეს რეალური ფაქტია, თუ საუბარი სტაციონალური ტელეფონით განხორციელებულ ზარს ეხება, რომელიც 1970 წლამდე, კომუტატორის დახმარებით მუშაობდა. კომუტატორების გაუქმების შემდეგ, უკვე ნახევარი საუკუნე გავიდა, მაგრამ ამ ხრიკს ფილმებში ისევ იყენებენ.
რეალურად, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ზარი და საუბარი მობილური ტელეფონით ხორციელდება, ობიექტის მდებარეობის დადგენა, დროის მოკლე შუალედში – პრაქტიკულად, შეუძლებელია. გამონაკლის მხოლოდ მოწყობილობა წარმოადგენს, აქტივირებული GPS-ით, რომელსაც დამნაშავე აუცილებლად გათიშავდა და ეს რომ არც გაეკეთებინა, ამ სისტემიდან მონაცემის მისაღებად, მინიმუმ 30 წუთი მაინც არის საჭირო და დამნაშავე ამ ხნის მანძილზე, ერთ ადგილზე ნამდვილად არ გაჩერდება.
მითი II. გაჩერებული გულის ამუშავება დეფიბრილატორის გამოყენებით შეიძლება
დეფიბრილატორით გაჩერებული გულის ამუშავება და მომენტალურად მკვდრეთით აღდგომა, – ჩვეულებრივი სიტუაციაა, რომელსაც ფილმებში ძალიან ხშირად იყენებენ. მაგრამ, ეს მხოლოდ კინომითია.
რეალურად, ადამიანის რეანიმირება, თუ მას გული გაუჩერდა, უკვე შეუძლებელია. ეს ხელსაწყო მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ ადამიანს გულის რითმი აქვს დარღვეული, რამაც შემდგომში, შეიძლება გულის გაჩერება გამოიწვიოს. გულის რითმის დარღვევის შემთხვევაში, მონიტორზე არასტაბილურად მოძრავი ხაზი ჩნდება და არა სწორ ხაზი, როგორც ეს ფილმებშია.
ფართოდ გავრცელებული აზრის მიუხედავად, დეფიბრილატორს არ შეუძლია გაჩერებული გულის ამუშავება.მითი III. ქლოროფორმით ადამიანის დაძინება შეიძლება
ესეც ფსევდოფაქტია კინოდან. მომენტალურად ადამიანის დაძინება შეუძლებელია. იმისთვის რომ ის ეფექტი მიიღონ, რასაც ფილმებში აჩვენებენ, ადამიანმა მინიმუმ 5 წუთი მაინც უნდა ისუნთქოს ამ პრეპარატით. მხოლოდ ამის შემდეგ, შეიძლება გაითიშოს, მაგრამ მალევე მოდის გონზე. რაც შეეხება ღრმა ძილს, ამისთვის საჭიროა, რომ ქლოროფორმი მუდმივად ხვდებოდეს სასუნთქ ორგანოებში. თუმცა, ამ შემთხვევაში, შეიძლება ადამიანი, ამ ტოქსიკური პრეპარატით მოიწამლოს და გარდაიცვალოს.
ამრიგად, ადამიანის ქლოროფორმით, დიდი ხნით დაძინება, შეუძლებელია.
მითი IV. ორი იარაღით ერთდროულად სროლა, მტრის დამარცხების გარანტია არის
ე. წ. ბოევიკებში, მთავარი გმირები ხშირად მიმართავებ მტრებთან ბრძოლის ამ მეთოდს. ისინი ერთდროულად ორი იარაღიდან ისვრიან და ირგვლივ გვამების ცვენა იწყება.
ორი იარაღით სროლა, ძალიან ეფექტურია ეკრანზე, სანახაობრივი თვალსაზრისითის. მაგრამ რეალურად, ორი იარაღით ერთდროულად დამიზნება და სროლა შეუძლებელია. უფრო, მეტიც ორი იარაღით სროლის დროს, დამიზნება ერთი იარაღითაც შეუძლებელია.მითი V. წამლის შეყვანა პირდაპირ გულში – ჩვეულებრივი სამედიცინო პროცედურაა
ასეთი პრაქტიკა ნამდვილად არსებობს, მაგრამ არის უფრო ეფექტური – ინექცია ვენაში. ბუნებრივია, გულში გაკეთებული წამალი უფრო მალე იმოქმედებს, ვიდრე ვენაში. მაგრამ, გულში ჩხვლეტა ძალიან სახიფათოა, რადგან შეიძლება, გაჩენილი ნახვრეტიდან, სისხლდენა დაიწყოს.
გულში ჩხვლეტა, მედიცინაში, პრაქტიკულად არ გამოიყენება.
მითი VI. წამებით ყოველთვის შეიძლებ უტყუარი ინფორმაციის მოპოვება
ის, რომ ადამიანის ფიზიკური წამებით სიმართლის გაგება შეიძლება – რეჟისორების მოგონილი ფსევდოფაქტია. მეცნიერული თვალსაზრისით, ინფორმაციის გამოძალვის მსგავსი მეთოდი, შედეგს არ იძლევა. სავარაუდოდ, ნაწამები და შეშინებული ადამიანი, ოღონდ კი, წამება დასრულდეს და იმას იტყვის, რისი მოსმენაც მისგან უნდათ.
წამება — ეფექტური საშუალება არ არის, სიმართლის გასაგებად.მითი VII. დახრჩობა ხმაურით ხდება
ფილმებში, ადამიანი, წყლიდან რამდენიმე წამით ამოყვინთვის მომენტში, შველას ითხოვს. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ კინომითია. რეალურად – ადამიანები უხმოდ, ხმის ამოუღებლად იხრჩობიან, რადგან მოგუდვის მომენტში, რაიმე სახის ბგერის გამოცემა, ფაქტიურად, შეუძლებელია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს წყალში მოხვედრის გამო სტრესი აქვს ან პანიკაშია არის ჩავარდნილი, ეს უკვე შეშინაბაა და არა დახრჩობა. მას ამ შემთხვევაში, შეუძლია იყვიროს და დახმარება ითხოვოს.
ხმამაღალი ყვირილი, დახრჩობის მომენტში, უბრალოდ შეუძლებელია.
მითი VIII. მაყუჩიანი პისტოლეტი – უხმაუროა
ეს სიმართლე არ არის. ვისაც ახლო ურთიერთობა აქვს ასეთი ტიპის იარაღთან, კარგად იცის, რომ მაყუჩი სროლის ხმას ამცირებს, მაგრამ სრულად არ აქრობს, როგორც ეს ფილმებშია ნაჩვენები.
მაყუჩი ხმას მხოლოდ ამცირებს, მაგრამ არ ახშობს. მითი IX. თავი მოიგიჟიანე – და სასჯელს გაექცევი
სერიულმა მკვლელმა თავი შეშლილად მოაჩვენა და მას მხოლოდ შინაპატიმრობა მიუსაჯეს. არც ეს არის სიმართლე. ჯერ-ერთი, შეურაცხადობას დამტკიცება სჭირდება, ეს კი რთული და ხანგრძლივი პროცესია. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ დამნაშავეს შეურაცხადად ცნობენ, მას სახლში არავინ გაუშვებს, თუნდაც შინაპატიმრობით. ის აუცილებლად მოხვდება გისოსებს მიღმა, სპეციალურ დაწესებულებაში, სადაც სასჯელსაც მოიხდის და იმკურნალებს კიდეც.
შეურაცხადობა — სასჯელისთვის თავის არიდების საუკეთესო საშვალება არ არის. მითი X. სასამართლო ექსპერტიზა ყოველთვის ხსნის დანაშაულს
სასამართლო ექსპერტიზა, დანაშაულის ადგილზე, მტკიცებულებებს აგროვებს და თითოეულ მათგანს ანალიზს უკეთებს. თმის ღერით და ანაბეჭდით დამნაშავის მოძებნა, როგორც ფილმებში ხდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მისი მონაცემები, პოლიციის მონაცემთა ბაზაში უკვე დაფიქსირებული არის. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს მოსახლეობის დნმ-ის და თითის ანაბეჭდების სრული რეესტრი.
ფილმებში სასამართლო ექსპერტიზის ეფექტურობა, დამნაშავის ძებნის საქმეში, ნამდვილად გაზვიადებულია.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
საბედისწერო ქალები წითლებში. სექსუალური კინოგმირების TOP- 10
მსახიობები, რომლებმაც უნაკლოდ შეასრულეს ისტორიული პერსონაჟების როლები
10 ლეგენდარული კინოროლი, რომელიც სხვა მსახიობებს უნდა შეესრულებინათ
რა დრო გასულა?
დიდი მსახიობი თავისი ცხოვრების და კარიერის შესახებ. ინტერვიუ 82 წლის ალენ დელონთან