საბუნებისმეტყველო ვიდეორეპორტაჟი მარიანას ღრმულიდან 2016, 11 მაისი, 10:24 ამა წლის 20 აპრილიდან 10 ივლისამდე, ოკეანის და ატმოსფეროს კვლევის ამერიკის ეროვნული სამმართველოს (National Oceanic and Atmospheric Administration, NOAA) მეცნიერთა ჯგუფი კვლევას ატარებს მარიანას ღრმულში (ღარში) და ამ კვლევის პირველი შედეგები, ჩვენთვის უკვე ხელმისაწვდომი არის. მარიანას ღრმული (ღარი) მარიანას კუნძულების აღმოსავლეთ სანაპიროებს 1 500 კმ. მანძილზე მიუყვება, აქვს V-ს ფორმა: ციცაბო (7−9°) ფერდობები და 1−5 კმ. სიგანის ბრტყელი ფსკერი, რომლიც რამდენიმე სიღრმისეული ღარით არის გადატიხრული. ფსკერზე წყლის წნევა 108, 6 მპა არის, რაც დაახლოებით, 1072-ჯერ აღემატება ნორმალურ ატმოსფერულ წნევას, ზღვის დონეზე. ექსპედიციის ფარგლებში, NOAA-ა «Okeanos Explorer»-ის გემბანიდან, დისტანციური მართვის აპარატს უშვებს, რომლიდანაც ღარის სხვადასხვა სიღრმეზე ვიდეოგადაღებას აწარმოებენ. მოპოვებული მასალის ნახვა YouTube-ზე არის შესაძლებელი. გადაღება სამი კამერით მიმდინარეობს: ერთი «Okeanos Explorer»-ის ანძაზე არის დამაგრებული, მეორე — მოძრავ ლაბორატორიაში (ბატისკაფში), ხოლო მესამე — 11 კმ. სიღრმეზე. ექსპედიცია ჯერ არ დასრულებულა და ვინ იცის, წინ რა სიურპრიზები გველის? 353 7-ს მოსწონს
|