საზოგადოება წიგნი-გართობა თუ ტანჯვა? 2016, 10 მაისი, 19:02 ადამიანთა დიდ ნაწილს კითხვა არ უყვარს. მათ, რომ ჰკითხო წიგნზე დიდი სატანჯველი არ არსებობოს.
მე ბევრს ვიცნობ ვისთვისაც კითხვა მთავარი გასართობია და მათ ეს პროცესი სიამოვნებთ.
რა თქმა უნდა კითხვა კარგია და ის აკეთილშობებს ადამიანს.გაგიჩნდებათ შეკითხვა, თუ რატომ ხდება ასე. მე ვუპასუხებ. ზოგიერთს მიაჩნია, რომ კითხვა დროის უაზროდ ფლანგვაა, რაც ასე არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ დროის კარგვა ცუდია, კითხვა იმხელა დადებით შედეგს იძლევა, რომ უარყოფითს ბევრად აჭარბებს. მსურს ვისაც არ უყვარს წიგნი შეიყვაროს. დაფიქრდეს მის დადებითზე და დაიწყოს მისით სარგებლობა. კითხვას კიდევ ერთი კარგი თვისება აქვს: ქვეყანა უფრო განვითარებული ხდება ბევრი ჭკვიანის წყალობით. იმედი მაქვს ჩვენი საქართველო გახდება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სახელმწიფო და ბევრად მეტი გონიერი ადამიანი იქნება ვიდრე ახლა. ავტორი:პ.ჭიაბრიშვილი 46 5-ს მოსწონს 2-ს არა
|