x
image
კოლა22
ვარჯიში

image„ვარჯიში რომ წამალი იყოს, მსოფლიოში ყველას ამ წამალს გამოუწერდნენ“ (ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა, აშშ). ჩვენი ორგანიზმისთვის ფიზიკურ აქტივობაზე უკეთესი წამალი არ არსებობს.


ივარჯიშეთ. ფიზიკურად აქტიური ცხოვრება გვეხმარება, თავი უფრო ბედნიერად ვიგრძნოთ, უკეთ ვიაზროვნოთ, უფრო ენერგიულები და შრომისუნარიანები ვიყოთ. სათანადო კვებასთან ერთად ვარჯიში წონის გაკონტროლებაშიც გვეხმარება. ვარჯიშის დროს არ არის აუცილებელი მკვეთრი და მტკივნეული მოძრაობების გაკეთება. კვირაში რამდენჯერმე რეგულარული და ზომიერი ვარჯიში ძალიან სასარგებლოა.
ძუნძული, სირბილი, ველოსიპედის ტარება და სპორტის რომელიმე სახეობით დაკავება, რომლის დროსაც გული შედარებით სწრაფად ცემს და ოფლი გამოიყოფა, გააუმჯობესებს თქვენს ამტანობას და შეამცირებს გულის შეტევისა და ინსულტის რისკს. აერობიკა, მსუბუქი განტელებით ვარჯიში და ტანვარჯიში ძვლებს, კუნთებსა და კიდურებს გაგიმაგრებთ. ასეთი ვარჯიშები აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, რაც, თავის მხრივ, წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.


იარეთ. ვარჯიში ყველა ასაკის ადამიანისთვის სასარგებლოა და ამისთვის სპორტდარბაზში სიარული სულაც არ არის აუცილებელი. ეცადეთ, ზოგჯერ ფეხითაც იაროთ ნაცვლად იმისა, რომ ყოველთვის მანქანით, ავტობუსით ან ლიფტით ისარგებლოთ. რატომ უნდა ელოდოთ ტრანსპორტს, როცა დანიშნულების ადგილამდე შეგიძლიათ ფეხით უფრო სწრაფად მიხვიდეთ. მშობლებო, ხელი შეუწყვეთ ბავშვებს, რომ შეძლებისდაგვარად ეზოში ითამაშონ. აქტიური თამაში გაამაგრებს მათ სხეულს და ხელს შეუწყობს ორგანიზმის სათანადოდ კოორდინაციას, რაშიც პასიური გართობა, მაგალითად ვიდეოთამაშები, ვერ დაეხმარებათ.
მნიშვნელობა არა აქვს, რა ასაკში იწყებთ ვარჯიშს. ზომიერი ვარჯიში ნებისმიერ ასაკში სასარგებლოა. თუ ხანში ხართ შესული ან რაიმე გაწუხებთ და გსურთ ვარჯიშის დაწყება, კარგი იქნება, თუ ჯერ ექიმს ჰკითხავთ რჩევას. მთავარია, დაიწყოთ ვარჯიში. ასაკოვან ადამიანსაც კი შეუძლია კუნთების გამაგრება და ძვლოვანი მასის შენარჩუნება, თუ პირველივე ჯერზე ზედმეტად ინტენსიურად არ ივარჯიშებს და თანდათანობით შეაჩვევს ორგანიზმს მოძრაობას. ეს ხანდაზმულებში დაცემის ალბათობასაც შეამცირებს.
სწორედ ვარჯიში დაეხმარა პირველ სტატიაში მოხსენიებულ რუსტამს. შვიდი წლის წინ მან და მისმა მეუღლემ დილაობით, კვირაში ხუთ დღეს, ძუნძულით სიარული დაიწყეს. რუსტამი იხსენებს: „თავიდან ვცდილობდით, რამე მოგვემიზეზებინა და სარბენად არ წავსულიყავით. მაგრამ რახან ორნი ვიყავით, ერთმანეთს ვახალისებდით. ახლა ეს სასიამოვნო და სასარგებლო ჩვევად გვექცა“.


2
790
4-ს მოსწონს
ავტორი:კოლა22
კოლა22
790
  
2012, 25 ივნისი, 5:41
კოლა ბიჭი ხარ თუ გოგო? ისე ხო არ მოგერიდა და სტატიაზე მიგება "1-2 სიტყვა ჯანმრთელ სექსზე" ესეც არაჩვეულებრივი ვარჯიშია და ნივთიერებათა ცვლით გინდა ფიფიკური დატვირთვით არა ჩვეულებრივია
0 1 2