x
image
კოლა22
ტვინის გადატვირთვა

imageზოგი მკვლევარის აზრით, „ტვინს არ შეუძლია რამდენიმე საკითხის ერთდროულად გადაწყვეტა“, — იუწყება კანადის ერთ-ერთი გაზეთი „ტორონტო სტარი“. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ტვინის გადატვირთვის შედეგად ქვეითდება შრომისუნარიანობა; ადამიანი უფრო მეტ შეცდომებს უშვებს. ის აგრეთვე იწვევს ისეთ ავადმყოფობებს, როგორიცაა „მეხსიერების დაქვეითება, ტკივილი ზურგის არეში, გრიპისადმი მიდრეკილება, კუჭის მოუნელებლობა და კბილებისა და ღრძილების ტკივილი“. აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ განსაზღვრული დავალების შესრულების დროს ტვინის სხვადასხვა ნაწილი აქტიურდება. მაგრამ, თუ ადამიანი ცდილობს ორი ან მეტი საქმის ერთდროულად გაკეთებას, მაგალითად, მანქანის მართვის დროს მობილურზე ლაპარაკობს, „ტვინი იწყებს გათიშვას, — ამბობს ემორის უნივერსიტეტის ნევროლოგი ჯონ სლადკი, — ტვინს არ შეუძლია ერთდროულად რამდენიმე საქმით დაკავდეს და უარს ამბობს ამის გაკეთებაზე“. მკვლევარები გვირჩევენ, ძალიან არ გადავტვირთოთ ტვინი და შევეგუოთ იმ აზრს, რომ მას არ შეუძლია ყველა ჩვენი ბრძანების შესრულება.

2
308
3-ს მოსწონს
ავტორი:კოლა22
კოლა22
308
  
2012, 25 ივნისი, 5:47
ეს უბრალოდ რჩევაა, ანუ რასაც ვაკეთებთ იმაზე უნდა ვიფიქროთ და გავაანალიზოთ, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ეს არის არასწორი, უამრავი სიტუაცია არსებობს როცა საჭიროაერთდროულად იფიქრო იმოძრაო და ა.შ.
0 1 2