x
image
კოლა22
დაბინძურებული წყალი საფრთხეს უქმნის ხალხს

imageგაეროს მონაცემებით, „დღეს დაბინძურებული წყლით უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ძალადობის სხვადასხვა ფორმით, რომელშიც შედის ომი“. გაეროს ცნობით, ორი მილიონი ტონა სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის ნარჩენები, აგრეთვე ჩამდინარე წყლები და ასე შემდეგ, ყოველდღიურად ხვდება მდინარეებსა და ზღვებში, რაც თავის მხრივ დაავადებების გავრცელებასა და ეკოსისტემის დაზიანებას იწვევს. უფრო მეტიც, ყოველ 20 წამში ხუთ წლამდე ასაკის ერთი ბავშვი დაბინძურებული წყლით გამოწვეული დაავადებით იღუპება. გაეროს „გარემოს დაცვის პროგრამის“ აღმასრულებელი დირექტორის აქიმ შტაინერის თქმით, „თუ მსოფლიო პროგრესისკენ ვისწრაფვით ... ერთობლივი ძალით უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, რომ შევამციროთ ნარჩენების რაოდენობა და სათანადო სახით მოვიშოროთ“.

0
933
1-ს მოსწონს
ავტორი:კოლა22
კოლა22
933
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0